ყაველაშვილი: სტიქიისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია, როგორ რეაგირებ
ასეთი სტიქიისგან დაზღვეული არავინაა და მთავარია შემდეგ როგორ რეაგირებ“ - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა ჟურნალისტებს ქობულეთში განუცხადა.
"ქართული ოცნების" პრეზიდენტი ამბობს, რომ "როდესაც ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, ეს დაახლოებით, ომის ანალოგია".
საზოგადოება იმედიანად უნდა იყოს. ეს არის უსაფრთხოების საკითხი. როცა ქვეყანაში სტიქია მძვინვარებს, დაახლოებით, ეს იმის ანალოგიურია, როცა ომი არსებობს. ამას რატომ ვიძახი - არსებობენ ადამიანები, ვინც ასეთ სიტუაციაში დეზინფორმაციას ეწევიან, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის მიუღებელია. ყველა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ სრული მობილიზაციაა. 1 კვირის განმავლობაში ვხედავთ, როგორ მუშაობენ. რა თქმა უნდა, შესაძლებლობის ფარგლებშია, ხომ? მაქსიმუმს აკეთებენ, რა შესაძლებლობაც არსებობს. სტიქიისგან დაზღვეული არავინაა, მთავარია, როგორ რეაგირებ...
მთავარია, კომუნიკაცია ყველა ადამიანთან იყოს და ყველაფერი რიგზე იქნება. რაღაც პრეტენზიები, შეიძლება, ნებისმიერ მთავრობასთან და ხელისუფლებასთან გქონდეს, მაგრამ ასეთ სიტუაციაში ერთმანეთს მხარში რომ უნდა დავუდგეთ, მე მგონი, ეს ბავშვმაც ძალიან კარგად იცის"- თქვა მან.