დაპირისპირება ბათუმის საკრებულოში - "ოცნების" წევრები ოპოზიციას ცემით დაემუქრნენ
ხმაური და დაპირისპირება იყო დილიდან ბათუმის საკრებულოში - ოპოზიცია "ოცნების" რეჟიმის წარმომადგენლებს პასუხებს სთხოვდა, რატომ ვერაფერი გაკეთა ამ დრომდე სტიქიის წინაშე მარტო დარჩენილი მოქალაქეების დასახმარებლად.
დღეს ოპოზიციის წევრი, ვაჟა დარჩია საკრებულოს სხდომაზე აკრიტიკებდა მერიას, რომელმაც ვერ უზრუნველყო ქალაქის ქუჩების დროული გაწმენდა თოვლისგან.
მისი თქმით, ქალაქში არ არიან დაცული ადამიანები შენობებიდან ჩამოვარდნილი თოვლისგან.
"ოცნების" წევრები წყობიდან გამოვიდნენ, ოპოზიციის წარმომადგენლებს უზრდელები ეძახეს და ცემით დაემუქრნენ.
"უზრდელი ხარ… გაილახები ეხლა, გაილახები, გეუბნები უკვე, შენი საქციელების გამო…" – ასე მიმართა ბათუმის საკრებულოს წევრმა "ქართული ოცნებიდან", მინდია გოგუაძემ საკრებულოს სხდომაზე ვაჟა დარჩიას, რომელიც დიდთოვლობის გამო ქალაქში შექმნილ მძიმე ვითარებაზე საუბრობდა.