"წინააღმდეგი ვიქნები, 4 დღის გამო 10-20 მილიონიანი ტექნიკა ვიყიდოთ" - "ოცნების" წევრი

27.02.25 14:22
"წინააღმდეგი ვიქნები, 4 დღის გამო 10-20 მილიონიანი ტექნიკა ვიყიდოთ" - "ოცნების" წევრი

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა - გურიასა და აჭარაში მოვარდნილი სტიქიის ფონზე, "ქართული ოცნების" წევრი, ზურაბ ნაკაიძე აცხადებდა, რომ წინააღმდეგია მერიამ თოვლის გამწმენდი სპეცტექნიკა შეიძინოს.

იმ ფონზე, როდესაც დიდთოვლობის გამო არაერთი მოქალაქე სახლ-კარის გარეშე დარჩა, ზურაბ ნაკაიძე ფიქრობს, რომ სპეცტექნიკის ყიდვა "ფულის ფლანგვა და უაზრო დანახარჯია".

საავადმყოფოს მისასვლელი გზა, პურის ქარხნის მისასვლელი გზები არ იყო დაკეტილი. ყველა მოძრაობდა. არ იყო შეფერხება. ამისთვის დიდი მადლობა. იყო წუხილი - ელემენტარული კომფორტი არ ჰქონდა ზოგიერთს. მანქანით ვერ გამოვიდნენ თურმე 4 დღე და ამის გამო ილანძღებოდა. 

წინააღმდეგი ვიქნებით ჩვენ ვიყიდოთ 10-20 მლნ-იანი ტექნიკა და დავაყენო 4-5 წელი ტყუილად და კიდევ მისი შენახვისათვის ვიხადოთ ხარჯები. ეს არის არასწორი. ყველა აუდიტი დაგიწერს, რომ ეს არის არამიზნობრივი ხარჯვა და ეს არის სახელმწიფო მიდგომა, რასაც ვაკეთებთ ჩვენ. ერთი პროცენტი იმ კომერციული ადგილებისა, რომელიც ტროტუართან არის განრაგებული, ერთმა პროცენტმა თუ გაასუფთავა მის წინ ტროტუარი.

ამერიკა არის ჩვენი მაგალითი და ამერიკაში დიდი ჯარიმაა. გაბედე და ტროტუარი არ გაწმინდო თოვლის დროს. იქ თუ ვიღაცამ ფეხი მოიტეხა, იმ მაღაზიის ან კომერციული ადგილის მეპატრონეს სერიოზული სასამართლო დავები ექნება" - თქვა ზურაბ ნაკაიძემ საკრებულოს სხდომაზე.