რუსეთი საქართველოსა და EU-ზე მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას ავრცელებს

27.02.25 18:11
რუსეთი საქართველოსა და EU-ზე მორიგ პროპაგანდისტულ განცხადებას ავრცელებს

რუსეთის საგარეო დაზვერვის მორიგი პროპაგანდისტული განცხადება - პუტინის დაზვერვა ირწმუნება, რომ ევროკავშირი გეგმავს, საქართველოს საპროტესტო აქციის მონაწილეებს დღეში 120 ევრო გამოუყოს.

„ევროკავშირის ხელმძღვანელობა მიზნად ისახავს, ნებისმიერ ფასად დააბრუნოს საქართველო „დემოკრატიისა და ევროინტეგრაციის გზაზე” - ამტკიცებს რუსეთის დაზვერვის სამსახური.

„ბრიუსელის ევრობიუროკრატია არ დაუშვებს, დაკარგოს „დასავლეთის გავლენის ეს მნიშვნელოვანი დასაყრდენი ამიერკავკასიაში“. - ამბობს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახური.

რუსული უწყება ასევე წერს, რომ ევროკავშირის წარმომადგენლებს დაევალათ, უფრო აქტიურად იმუშაონ ოპოზიციური ქართული პარტიების. 

"ევროკავშირის ჩინოვნიკებს დაევალათ აქტიურად იმუშაონ ქართული ოპოზიციური პარტიების – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ახალის, საქართველოსთვის, ევროპული საქართველოსა და გირჩი – მეტი თავისუფლების გაერთიანებაზე. მათ უნდა შექმნან ერთიანი მუშტი, რომელიც მიმართული იქნება მმართველი პარტიის, ქართული ოცნების, წინააღმდეგ" - წერს Риа დაზვერვაზე დაყრდნობით.

დაზვერვა ირწმუნება, რომ დასავლეთი ცდილობს, განავითაროს ქუჩის პროტესტები.

„ევროკავშირის წარმომადგენლობას თბილისში გამოეყო მნიშვნელოვანი რესურსები დემონსტრაციების მხარდასაჭერად და კოორდინირებისთვის.

იგეგმება ანტისამთავრობო აქციების თითოეული მონაწილისთვის „სამუშაო“ დღეში 120-მდე ევროს გადახდა.

იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ხელისუფლება შეეცდება, დაბლოკოს ევროკავშირის არხები დივერსიული მოქმედებების დასაფინანსებლად, მუშავდება სომხეთში ევროკავშირის ქვეყნების საელჩოებიდან თბილისში ნაღდი ვალუტის მიტანის გეგმა”. – ამტკიცებს რუსული უწყება.