მზია ამაღლობელი კლინიკიდან ოფიციალურად გაწერილია, თუმცა ციხეში არ გადაჰყავთ
მზია ამაღლობელი ამ დრომდე არ არის გადაყვანილი პენიტენციურ დაწესებულებაში და კვლავ კლინიკაში რჩება - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.
საიას ცნობით, გუშინ ექიმების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, იგი უნდა გადაეყვანათ პენიტენციურ დაწესებულებაში, რადგან ოფიციალურად უკვე გაწერილია კლინიკიდან.
ამ დროისთვის ადვოკატებისთვის უცნობია, რატომ და რის საფუძველზე რჩება მზია ამაღლობელი სამედიცინო დაწესებულებაში, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო პერსონალმა იგი გაწერა.
დაწესებულებაში გადაყვანას კატეგორიულად ითხოვს თავად მზიაც, რომელიც პროტესტის ნიშნად, უარს აცხადებს საკვების მიღებაზე. I ახალაგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მსგავსი სიახლეები
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს
პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვა პირები