ოლიგარქის რეჟიმი სტიქიას მოუმზადებელი შეხვდა - რა ვითარებაა სტიქიის ზონაში
ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი ნაზი ჩახუნაშვილი ვანის გამგეობასთან მას შემდგე გახდა, რაც დახმარება ითხოვა. სოფელ ტელვანში დიდთოვლობის გამო გზა ჩაკეტილია, ელექტროენერგია არავის მიეწოდება ამიტომ ჩახუნაშვილი კონტაქტზე ვერ გადიოდა 88 წლის დედასთან, 32 წლის შშმ პირ დისშვილთან და 60 წლის ონკოპაციენტ დასთან. ნაზი ჩახუნაშვილი "პირველებს" უყვება, რომ მას ყურადღებას იმის გამო არ აქცევენ, რომ ოპოზიციის მომხრეა.
ვანის გარდა დიდთოვლობამ პრობლემები შექმნა ხარაგაულში, ზესტაფონსა და ბაღდადშიც. კრიტიკულია მდგომარეობა გურიაში. სოფლების დიდი ნაწილი ისევ გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
სოფელი მამათი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი. სტიქიიდან მე-6 დღესაც ადგილობრივებამდე მისვლას ვერავინ ახერხებს. ბედის ანაბარა მიტოვებულ ხალხთან კონტაქტზე ვეღარავინ გადის.
სტიქიის ზონაში ხალხი ისევ შველას ითხოვს. მდგომარეობა მძიმეა. ხალხი თოვლში ჩაფლული სახლებიდან თავის დაღწევას ვერ ახერხებს. არ აქვთ შუქი, გაზი, შეშა უმთავრდებათ საკვები და მედიკამენტები.
მძიმე მდგომარეობაა დაბა ნასაკირალშიც, სადაც საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. მრავალშვილიანი ოჯახის სიცოცხლე ახლა საფრთხეშია. ადგილობრივებმა დახმარების თხოვნით მიმართეს მერიასაც და დარეკეს 112-შიც, თუმცა ამ დრომდე მათთან არავინ მისულა.
გარემოსამყაროსთან მოწყვეტილ სოფელში დახმარება ვერ მიდის, არსად ჩანს, ვერტმფრენები, რომელიც საჰაერო გზით მაინც მიაწვდიდა თოვლში ჩაფლულ სოფლებში დარჩენილ ხალხს საკვებს და წამლებს, მოქალაქეები ისევ მოხალისეებს იმედზე არიან, ვინც დრონით ცდილობს სახლებამდე საკვები მიიტანოს.
არასაკმარისი დახმარება ხალხისთვის - ნანუკა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი