რეჟიმის მსახურების უარი სპეცტექნიკის ყიდვაზე - ბათუმის საკრებულოს სკანდალური სხდომის დეტალები

27.02.25 20:30
რეჟიმის მსახურების უარი სპეცტექნიკის ყიდვაზე -  ბათუმის საკრებულოს სკანდალური სხდომის დეტალები

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე სტიქიასთან ეფექტური ბრძოლის წინააღმდეგია, ზურაბ ნაკაიძე საჭიროდ არ თვლის, მოსახლეობას სტიქიის დროს თანამედროვე ტექნიკით დაეხმაროს, რადგან საჭირო ტექნიკის შესყიდვის და შენახვის ფასი ეძვირება. ნაკაიძის აზრით, დიდთოვლობას აჭარაში ხალხმა 4 დღე რამენაირად საკუთარი რესურსებით უნდა გაუძლოს და ამისათვის დამატებით დამხმარე ტექნიკა არ მოითხოვოს.

ნაკაიძის უარს ტექნიკის შესყიდვაზე სხდომაზე დაპირისპირება მოჰყვა, ოპოზიციონერმა ვაჟა დარჩიამ "ოცნების" წევრებს ყველა ის პრობლემა ჩამოუთვალა, რასაც აჭარის მთავრობამ  თავი  ვერ გაართვა, მათ შორის ვერ გაიწმინდა ცენტრალური გზები, რომ ხალხს აუცილებელ საჭიროებებისთვის გადაადგილება შესძლებოდა, სახლებში არ ჩარჩენილიყვნენ და გადაუდებელი დახმარება დროულად მიეღო.

ოცნების დეპუტატები დღეს სხდომაზე მხოლოდ იმისთვის შეიკრიბნენ რომ ერთმანეთისთვის მადლობები ეთქვათ და ხალისთვის მადლიერების გრძნობა შეეხსენებინათ, საკრებულოს დეპუტატები სოციალურ ქსელში გამოთქმულა კრიტიკულმა განცხადებებმა გააღიზიანეს, რის გამოც გაუკვალავ გზებზე და დათოვლილ სახლებზე პასუხისმგებლობის დაკისრება მოსახლეობისთვის სცადეს.

უარი სპეცტექნიკის ყიდვაზე - გვანცა ჩხიკვაძე დეტალებით