პრეზიდენტზე თავდასხმის გამოუძიებელი საქმე - თავდამსხმელები დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, არც ზურაბიშვილისთვის ჩამოურთმევიათ ჩვენება

27.02.25 20:42
პრეზიდენტზე თავდასხმის გამოუძიებელი საქმე - თავდამსხმელები დაკითხვაზე არ დაუბარებიათ, არც ზურაბიშვილისთვის ჩამოურთმევიათ ჩვენება

პრეზიდენტზე თავდასხმიდან 9 დღის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები არ ჩაუტარებია. თბილისის აეროპორტიდან არც სათვალთვალო კამერები ამოუღიათ და არც პერსონალი გამოუკითხავთ. ვახო გომელაურის უწყების უმოქმედობის გამო, მათი მოვალეობა მოქალაქეებმა შეასრულეს და დაადგინეს "ტიტუშკების" ნაწილის ვინაობა. მათი იდენტიფიცირების მიუხედავად, ჩვენი ინფორმაციით, გამოძიებას არც ისინი გამოუკითხავს.

პრეზიდენტზე ორგანიზებული თავდასხმის საქმეზე, პირველების კითხვებს არც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრი პასუხობს. არადა გამოძიების ეფექტურობასთან დაკავშირებით ნამდვილად ბევრი კითხვა დაგროვდა. ორგანიზებული თავდასხმიდან კვირაზე მეტი გავიდა და ამ დრომდე სალომე ზურაბიშვილისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროდან არავის დაურეკავს და დაზარალებულის ჩვენებით არავინ დაინტერესებულა. ეს მაშინ როცა, დანაშაულებრივი დაჯგუფების ყველა წევრი თავისუფლებაზეა და სრული ხელშეუხებლობა აქვს.

გიორგი წკრიალაშვილი და გიორგი ბერიძიშვილი, ქართული ოცნების სტაჟიანი ტიტუშკები არიან. ისინი წლებია, ირაკლი კობახიძეს სტუდენტებისგან იცავენ და თანატოლებს სცემენ. კახა კალაძეს კი საახალწლო სოფელში მოჩვენებით სადღესასწაულო განწყობას უქმნიან და ევროპული მომავლის მცველ ქალებს ფიზიკურად უსწორდებიან. 

გამოუძიებელი თავდასხმა პრეზიდენტზე - ლიზა ლასარეიშვილი დეტალებით