ოლიგარქი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - რეჟიმი ისევ შანტაჟზე ალაპარაკდა

27.02.25 20:46
ოლიგარქი ბრიტანული სანქციების მოლოდინში - რეჟიმი ისევ შანტაჟზე ალაპარაკდა

საქართველოს არალეგიტიმური მმართველი ბრიტანეთის პარლამენტში მისი და ბიძინა ივანიშვილის დასანქციების შესახებ გამართულმა დებატებმა წყობიდან გამოიყვანა. ირაკლი კობახიძე საბოლოოდ დარწმუნდა, რომ დიდი ბრიტანეთის სანქციების ოლიგარქი ვერ გაექცევა. თემთა პალატაში გამართულმა დებატებმა საქართველოს შესახებ ცხადყო, რომ ბრიტანეთის მთავრობა ივანიშვილის დასანქცირებაზე მუშაობს, ამიტომ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს კობახიძე თავს დაესხა და ივანიშვილს შანტაჟში დაადანაშაულა.

ივანიშვილს და მის რეჟიმს ბრიტანული სანქციების პანიკური შიში აქვთ, არადა ოლიგარქმა ბრიტანეთის იურისდიქციაში მყოფი ვირჯინიის კუნძულებიდან ქონება საქართველოში გადმოიტანა. ჩნდება ეჭვი, რომ ივანიშვილს აქტივები ოფშორულ ზონებში ისევ აქვს გადამალული და სრულად  საქართველოში მისი აკუმულაცია ვერ შეძლო.

ბრიტანეთის მთავრობის გავლენიანმა მინისტრმა დაადასტურა, რომ სანქციებზე მუშაობა შეერთებულ შტატებთან ერთად გრძელდება, თუმცა სანქციებს წინასწარ ერთი მარტივი მიზეზის გამო არ დაანონსებენ,  რადგან მას მოულოდნელობის ეფექტი დაეკარგება. 

ოლიგარქის სანქცირება ბრიტანეთში - ინა ცარციძე დეტალებით