კობახიძე "ფარას" კანონით უკმაყოფილოა - "ოცნებაში" დიდი დაბნეულობაა

27.02.25 21:07
კობახიძე "ფარას" კანონით უკმაყოფილოა - "ოცნებაში" დიდი დაბნეულობაა

"ქართული ოცნება" კანონებში დაიკარგა. აქამდე ივანიშვილის პარტია, ამტკიცებდა რომ ამერიკული "ფარას" ქართული ანალოგის  დამტკიცებას და ამოქმედებას აპირებდა, ახლა აღმოჩნდა, რომ ამასაც ცვლიან. რუსული კანონის აღსრულების კრახის შემდეგ, ახლა ივანიშვილის რეჟიმი ცდილობს, მიიღოს ისეთი კანონი, რომელიც სამოქალაქო სექტორს ბოლომდე გაანადგურებს.

კობახიძის განცხადება პარლამენტის წევრებისთვის სრული მოულოდნელობა იყო. არადა ივანიშვილის დეპუტატები დარწმუნებული იყვნენ, რომ ამერიკული კანონის ზუსტი ასლი უნდა მიეღოთ, "ოცნების" ლიდერის განცხადების შემდეგ კი დაბნეულობას ვერ მალავდნენ. 

"ქართული ოცნება"  ერთი და იგივე კანონს, უკვე მესამედ იღებს. პარლამენტმა რუსული კანონი, ჯერ მიიღო, შემდეგ გაიწვია, შემდეგ ისევ შემოაბრუნა და თავიდან  დაამტკიცა. ახლა იგივე კანონს, ამერიკული ფარა დაერქვა, გადმოითარგმნა, თუმცა ისევ ცვლიან. 

ამერიკული ფარა მათ შორის ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, მთავარი განსხვავება ძველ და ახალ კანონს შორის ეს არის.  თუკი მაგალითად ადამიანის უფლებებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, ეს პუნქტი გაუქმდება, ახალი კანონი ძველს დაემსგავსება და ქვეყანაში ორი ერთნაირი " რუსული კანონი" გვექნება. 

კობახიძე რეპრესიულ კანონს გაამკაცრებს - ხატია სამხარაძის რეპორტაჟი

მსგავსი სიახლეები