Credit Suisse-თან დავაში ივანიშვილმა კიდევ ერთი ადვოკატი შეცვალა

27.02.25 21:12
Credit Suisse-თან დავაში ივანიშვილმა კიდევ ერთი ადვოკატი შეცვალა

ვიქტორ ყიფიანის შემდეგ ბიძინა ივანიშვილმა ადვოკატი ლაშა კალანდაძეც შეცვალა, რომელიც Credit Suisse-ისთან დავაში ქართველი ოლიგარქის ინტერესებს ბრიტანეთის სასამართლოში იცავდა. 

ცნობილი ხდება, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს საქმე ქართუ ბანკის იურიდიული სამსახურის უფროსს ნიკოლოზ გულუას ჩააბარა.

ლაშა კალანდაძე ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი მას შემდეგ გახდა, რაც ოლიგარქმა 2023 წლის მარტში ურთიერთობა გაწყვიტა იურიდიულ ფირმასთან „ემ ქეი დი“ რომლის უფროსი პარტნიორიც ვიქტორ ყიფიანია. 

ურთიერთობის გაწყვეტას წინ ვიქტორ ყიფიანის ღია პოზიცია უძღოდა, იურისტმა ივანიშვილის პოლიტიკური გუნდი რუსული კანონის გამო გააკრიტიკა.