ვიდრე ეს ხალხი რჩება ხელისუფლების მიტაცების რეჟიმში, მანამდე ჩვენ მუდმივი რისკის მოლოდინი უნდა გვქონდეს - ოთარ სირაძე
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიდრე ეს ხალხი რჩება ხელისუფლების მიტაცების რეჟიმში, მანამდე ჩვენ მუდმივი რისკის და კატასტროფების მოლოდინი უნდა გვქონდეს, - ამის შესახებ რაჭის ყოფილმა გუბერნატორმა, ოთარ სირაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხადა.
მისი თქმით, “საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს მოცემულობა გაგრძელდება, ვიდრე ამ ადამიანებს აქვთ ხელისუფლება მიტაცებული.“
“ხვალ და ზეგ რა გველოდება, არ ვიცით, რადგან ამათგან პრევენციული ღონისძიებების გატარება და მომზადება წინასწარ, რომ მსხვერპლი ავიცილოთ, შეუძლებელია“, - თქვა მან.
25 მილიარდი რომაა საქართველოს ბიუჯეტი და ესეთი მოცემულობები რომ გვაქვს, როგორიც იყო შოვში, დევდორაკში, როგორიც გვაქვს ახლა გურიაში, საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს მოცემულობა გაგრძელდება, ვიდრე ამ ადამიანებს აქვთ ხელისუფლება მიტაცებული. მუდმივად ვართ იმ რისკის ქვეშ, ეს არ იქნება ბოლო, ღმერთმა არ ქნას, მაგრამ მომავალში, ხვალ და ზეგ რა გველოდება, ის არ ვიცით, რადგან ამათგან პრევენციული ღონისძიებების გატარება და მომზადება წინასწარ, რომ მსხვერპლი ავიცილოთ, შეუძლებელია.
ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიდრე ეს ხალხი რჩებიან ხელისუფლების მიტაცების რეჟიმში, მანამდე ჩვენ მუდმივი რისკის და კატასტროფების მოლოდინი უნდა გვქონდეს, იქედან გამომდინარე, რომ ამ პრაქტიკამ ეს დადასტურებულად აჩვენა და სამწუხაროდ, ამას ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე ეწირება, ამათ ასეთ ნაბიჯს, - განაცხადა სირაძემ.