საბიუჯეტო რესურსები ძალაუფლების და ხელისუფლების შენარჩუნებაში იხარჯება -საბა ბუაძე
რაც შეეხება, რაში იხარჯება საბიუჯეტო რესურსები - ის იხარჯება ძალაუფლების და ხელისუფლების შენარჩუნებაში, - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, საბა ბუაძემ გადაცემა “რეაქციაში“ განაცხდა.
ბუაძე დასავლეთში დიდთოვლობის გამო შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობას თვითმმართველობას უკავშირებს და ამბობს, რომ სწორედ ეს არის “ამ უბედურების მთავარი გამომწვევი“.
პოლიტიკოსი სვამს კითხვას, არის თუ არა ქვეყანა მზად გაზაფხულისთვის, როდესაც თოვლის დიდი მასები დაიწყებს დნობას, რა რეალობის წინაშე აღმოჩნდებვა რეგიონები.
რაც შეეხება, რაში იხარჯება საბიუჯეტო რესურსები - ის იხარჯება ძალაუფლების და ხელისუფლების შენარჩუნებაში. ჩვენ რაც გვჭირს ამ უბედურების მთავარი გამომწვევი არის ის, რომ ჩვენ რეალურად არ გაგვაჩნია თვითმმართველობა, რომელიც ყველაზე ახლოს უნდა იყოს ხალხთან. რაში სჭირდებოდათ ის გაურკვეველი თავყრილობა, რომელიც თალაკვაძის პოეზიიის საღამოს უფრო ჰგავდა, ჩაკეტილი ადამიანბის იქ ჩასვლა რა საჭირო იყო? ეს იქნებოდა ლოკალური მასშტაბის საკითხი, ჩვენ რომ გვყავდეს ქმედითი თვითმმართველობა, მაგრამ ჩვენ გვაქვს პარტიული დასაქმების ბიური, სადაც, აგერ ონში მაგალითად, 140 ადამიანი წლის განმავლობაში ბალახის თიბვაზე ჰყავდათ დასაქმებული და როცა ბალახი არაა მოსათიბი, საინტერესოა, ეს ხალხი სადაა.
ყველაზე მეტად ის მაწუხებს, რომ ასეთი უხვი ნალექის შემდეგ რა რეალობაში აღმოვჩნდებით, ეს არის მთავარი კითხვა. ასეთი დიდთოვლობის შემდეგ, როცა ეს მასივები დაიწყებს დნობას, რა რეალობის წინაშე აღმოვჩნდებით რეგიონებში. ჩვენ ძალიან რთული გაზაფხული შეიძლება გვქონდეს და მე მაქვს კითხვა: ჩვენ ვართ თუ არა მზად ამისთვის. მერე რომ არ თქვან, რომ ეს კითხვები არ დასმულა. მე ვვარაუდობ, რომ ძალიან სერიოზული რისკის შემცველი შესაძლოა, იყოს ეს“, - განახადა ბუაძემ.