საჯარო გადაწყვეტილებებების პროცესში არასამთავრობოები აღარ ჩაერთვებიან - "ოცნების" კანონპროექტი
"ქართული ოცნება" ერთი კაცის მართველობას ოფიციალურად აკანონებს. პარლამენტი იღებს კანონს, რომელიც არა მხოლოდ გადაწყვეტილების მიღების დროს, არამედ პროცესშიც კი მსჯელობისთვის სხვა აზრის მოსმენის ვალდებულებას კრძალავს. დღემდე საჯარო გადაწყვეტილებების მიღებაში არასამთავრობო ორგანიზაციების მონაწილეობა სავალდებულო იყო, თუმცა სადავო ლეგიტიმაციის მქონე პარტიამ ეს წესი შეცვალა.
"ოცნება" ამტკიცებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი განსხვავებული აზრის ჩახშბას არ ემსახურება.
აქ განსხვავებულ აზრზე საერთოდ არ არის საუბარი. განსხვავებული აზრის დაფისირების შესაძლებლობა და პირიქიტ, საჭიროებაც მუდმივად არსებობს და ეს სრულიად თავისუფლად ყველას შეუძლია, დააფიქსიროს ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. აქ არის საუბარი გადაწყვეტილების მიღებაში სავალდებულოდ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლის ჩართვაზე. იმ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმოადგენლის, რომელიც ფინანსირდება უცხო ქვეყნის სახელმწიფოს მიერ და ამ უცხო ქვეყანამ თითონ განაცხადა, რომ ჩემი გადასახადის გადამხდელის მიერ გაღებული თანხებიო, მაგალითად, USAID-ის მეშვეობით, ქვეყნებში ანტიდემოკრატიული პროცესების წახალისებისთვის იხარჯებოდა, - ამბობს დავით მათიკაშვილი.
"ხალხის ძალის" ლიდერი გურა მაჭარაშვილი ირწმუნება, რომ აზრის გამოხატვის თავისუფლება ყველას ექნება, თუმცა იქვე ამბობს, რომ ამ აზრის გათვალისწინება თუ არგათვალისწინება უკვე "ოცნების" გადასაწყვეტი იქნება.
იმ დონეზე მივიდნენ, რომ ნებისმიერ უწყებაში და მათ შორის, პარლამენტში, კანონის მიღებაზეც კი პრობლემა იყო თუკი ენჯეოს სექტორის სრული თანხმობა არ იქნებოდა და მათ შორის, ეს იქნებოდა, პირველ რიგში, ამერიკის საელჩოდან. ჩვენ ამაში მარტო ენჯეო სექტორს კი არა, სამოქალაქო საზოგადოებას და ნებისმიერ მოქალაქეს აქვს თავისი აზრის გამოხატვის საშუალება და ამას ჩვენ გავითვალისწინებთ თუ არ გავითვალისწინებთ, ეს არის მეორე საკითხი. პრობლემა იცით რა იყო? ენჯეო სექტორს როცა ეტყვი, რომ ათი შენიშვნიდან ორს ვითვალისწინებ შენსას, ამბობდნენ, რომ „არა, ათიდან ათვე უნდა გაითვალისწინო“, სხვა შეთხვევაში ისინი არ იყვნენ თანახმა. ამიტომ, ეს პრაქტიკა, რა თქმა უნდა, მოიშლება, - ამბობს მაჭარაშვილი.
არალეგიტიმური პარლამენტის კიდევ ერთი წევრი მარია ლაშხი ამტკიცებს, რომ ქართველი ხალხი "ოცნების" სწორი რეფორმების მომხრეა და აღნიშნული კანონპროექტიც ამ სწორი რეფირმების ნაწილია.
ხალხი უჯერებს ხელისუფლებას და მიყვება ხელისუფლების სწორ რეფორმებს. ესეც ამ სწორი რეფორმების ერთ-ერთი ნაწილია, - ამბობს მარიამ ლაშხი.