შემიძლია, დავადასტურო, რომ EU-ს 27-ვე დედაქალაქში “ოცნებისთვის“ სანქციების შემოღებაზე მსჯელობენ -ჰერჩინსკი
ახალი შეტევა ევროკავშირზე - EU-ს ელჩი ხელისუფლების სამიზნე მის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ გახდა, როდესაც მან თქვა, რომ ევროკავშირის სახელმწიფოები მსჯელობენ, დაუწესონ სანქციები ქვეყანაში ძალადობის გამო პასუხისმგებელ პირებს.
ჰერჩინსკიმ დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ 27-ვე დედაქალაქში ახლა სწორედ სანქციებზე მსჯელობენ, რათა მოხდეს რეაგირება იმ ძალადობის გამო, რასაც გასული თვეების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.
შემიძლია დავადასტურო, რომ ევროკავშირის 27 დედაქალაქს შორის მიმდინარეობს მსჯელობა სანქციების შემოღების შესახებ, რომლებიც მიმართული იქნება იმ პირების წინააღმდეგ საქართველოში, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევებზე. ამ ეტაპზე, ერთსულოვნება ჯერ არ არსებობს, მაგრამ მუშაობა გრძელდება და ვიმედოვნებ, რომ საბოლოოდ კონსენსუსი იქნება მიღწეული, - აღნშნა ჰერჩინსკიმ.
მსგავსი სიახლეები
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს
პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვა პირები