"ოცნებას" შეუძლია მშვიდობიანი გადაბარების ნაწილი გახდეს და არა კრიმინალი პუტინის დავალებების შემსრულებელი - უილსონი

28.02.25 20:36
"ოცნებას" შეუძლია მშვიდობიანი გადაბარების ნაწილი გახდეს და არა კრიმინალი პუტინის დავალებების შემსრულებელი - უილსონი

"პირველების" ექსკლუზიური ინტერვიუ ჯო უილსონთან - პრეზიდენტ ტრამპის გუნდის გავლენიანი წევრი ამბობს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არ იყო, ამიტომ იმისთვის, რომ მთავრობის ლეგიტიმაცია აღდგეს, გამოსავალს კონგრესში მხოლოდ ახალ არჩევნებში ხედავენ. 

“ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და მის გეგმას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით“, - ამბობს უილსონი.  

კონგრესმენი მიიჩნევს, რომ ეს ძალიან პოზიტიური ნაბიჯი იქნება, მათ შორის ამჟამინდელი მთავრობისთვისაც, რომელიც, მისი თქმით, ხელისუფლებაში წესით არ უნდა იყოს.

“მათ შეუძლიათ მშვიდობიანი გადაბარების ნაწილი გახდნენ და არა ომის კრიმინალი პუტინის დავალებების შემსრულებლები“, - ამბობს უილსონი.

საქართველოსთვის ახლა საუკეთესო გამოსავალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები იქნებოდა . მადლიერი ვარ, რომ ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას. ძალიან აშკარააა, რომ ყველა სადამკვირვებლო მისიამ დადო დასკვნა, რომ არჩევნები სამართლიანი და თავისუფალი არ იყო. ამერიკაში ერთი რამ ძალიან კარგად გვესმის, დაუსწრებლად ხმის მიცემა ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი ქვეყანაში არ იმყოფებოდა. დიასპორისთვის ხმის მიცემა შეზღუდული იყო, თითქმის მილიონიდან, მხოლოდ 34 ათას ადამიანს ჰქონდა ხმის მიცემის შესაძლებლობა. თუ იტყვით, რომ ეს არ არის მნიშვნელოვანი, ცდებით, მნიშვნელოვანია.

პუტინისთვის მომუშავე პირებმა სცადეს მოლდოვაში არჩევნების საკითხი მოეგვარებინათ , მაგრამ ის ჩაფლავდა, რატომ? რადგან დიასპორამ, მოლდოველებმა,  რომლებიც გერმანიაში , საფრანგეთში, ბრიტანეთში და შტატებში ცხოვრობდნენ, ხმა მისცეს არჩევნებზე. მათ ჰქონდათ ამის შესაძლებლობაა. მაგრამ ქართველებს არაა. ქართული დიასპორა ძალიან დინამიურია. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ზურაბიშვილს და მის გეგმას ახალ არჩევნებთან დაკავშირებით.  ეს ძალან პოზიტიური ნაბიჯი იქნება, მათ შორის ამჟამინდელი მთავრობისთვისაც, რომელიც ხელისუფლებაში წესით არ უნდა იყოს. მათ შეუძლიათ მშვიდობიანი გადაბარების ნაწილი გახდნენ და არა ომის კრიმინალი პუტინის დავალებების შემსრულებლები, - ამბობს უილსონი.