ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ EU-ს 27 ქვეყანა "ოცნების" დასანქცირებაზე მსჯელობს - რეჟიმი გაბრაზებულია

28.02.25 20:06
 ჰერჩინსკი ადასტურებს, რომ EU-ს 27 ქვეყანა "ოცნების" დასანქცირებაზე მსჯელობს - რეჟიმი გაბრაზებულია

ევროკავშირის ელჩი რუსული დაზვერვის განცხადებას აბსურდულ ტყუილს უწოდებს და მის გავრცელებას იმ ჰიბრიდული ომის ნაწილად განიხილავს, რომლის მიზანი საქართველოში რუსული გავლენების გაძლიერებაა. კრემლი ევროპის გაერთიანებას საპროტესტო აქციის მონაწილეებისთვის ფულის დარიგებას და პროტესტის ორგანიზებას აბრალებს. დიპლომატისთვის შეუმჩნეველი არაა, რომ მასზე პერსონალური თავდასხმა რუსეთის და საქართველოს მთავრობებმა ერთდროულად დაიწყეს. 

ევროკავშირის ელჩისთვის "ოცნების" თავდასხმა არაფერს ცვლის. დიპლომატი დღეს მედიასთან გამოჩნდა და ზუსტად ის სიტყვები გაიმეორა, რამაც "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა და რის გამოც ივანიშვილის პარტიამ მისი დისკრედიტაცია დაიწყო: ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები ევროკავშირის სანქციებს ვერ გაექცევიან. 

ასეთივე განცხადება დიპლომატმა რამდენიმე დღის წინაც გააკეთა. როგორც ჩანს, ევროკავშირში 27-ივე სახლმწიფოს შეთანხმების პერსპექტივა "ოცნებას" ისე აფრთხობს, რომ თავის დაცვა ელჩზე თავდასხმით გადაწყვიტეს. სალანძღავ სიტყვებს დეპუტატები და ლიდერები უკვე რამდენიმე დღეა არ იშურებენ. დღეს დიპლომატი იმის გამო გალანძღეს, რომ ის ახალგაზრდებს შეხვდა. 

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.