რუსეთიდან კოპირებული კიდევ ერთი რეპრესიული კანონი - რეჟიმი ერთკაციან მმართველობს ოფიციალურად აკანონებს
საქართველოში ერთკაციან მმართველობს რეჟიმი ოფიციალურად აკანონებს. არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის პარლამენტის კარი საბოლოოდ დაიხურა. კანონებიდან იღებენ მუხლებს, რომელიც ხელისუფლებას ავალდებულებს, რომ გადაწყვეტილებეის მიღების პროცესში აზრი სამოქალაქო საზოგადობასაც ჰკითხოს. ივანიშვილის დეპუტატებმა ყველა კანონში, სადაც სიტყვა "არასამთავრობო ორგანიზაცია" ეწერა, წაშალა.
მთელ საქართველოში ვერ მოიძებნა ერთი არასამთავრობო ორგანიზაციაც კი, ვისაც "ქართული ოცნება" გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ჩართავდა. მათ შორის ივანიშვილის პარტიას იმ არასამთავრობო ორგანიზაციებთანაც კი არ სურს მსგავსი თანამშრომლობა, რომელთა დასაფინანსებლადაც ბიუჯეტიდან მილიონები გამოყო.
თუკი აქამდე ფორმალურად მაინც აცხადებდნენ კონკურსს ან პროიცესში ჩართვას სამოქალაქო საზოგადოებას სთხოვდნენ, ახლა ესეც აღარ იქნება.
უქმდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების შესარჩევი კონკურსიც. ახლა წევრებს "ქართული ოცნება" წარადგენს და "ქართული ოცნებავე" დაამტკციებს.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.