ზელენკის და ტრამპის შეხვედრას პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეხმაურება
ზელენკის და ტრამპის შეხვედრას საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება:
#trumpzelenskymeeting პირველად, როცა მომიწია მოლაპარაკების მეთაურობა დამოუკიდებლად, მრავალი წლის წინ, უფრო გამოცდილმა კოლეგამ მასწავლა საფუძვლები: „ნებისმიერი ნაბიჯის უფლება გაქვს, მაგრამ არასოდეს... არასოდეს დაამცირო შენი კოლეგა“!
უნდა იფიქრონ მათ, ვისაც სურს მშვიდობისმყოფელად აღიქვან!"- წერს ზურაბიშვილი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.