"ისინი, ვისაც ესმით, რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის დაცვა, თქვენს მხარეს არიან, პრეზიდენტო ზელენსკი" - სალომე ზურაბიშვილი
"ისინი, ვისაც ესმით, რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის დაცვა, თქვენს მხარეს არიან, პრეზიდენტო ზელენსკი" - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ტრამპი-ზელენსკის შეხვედრას ეხმაურება.
"ისინი, ვისაც ესმით, რას ნიშნავს საკუთარი ტერიტორიის, დამოუკიდებლობისა და თავისუფლების დაცვა - არა ერთხელ, არამედ არაერთხელ ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში - თქვენს მხარეს არიან, ბატონო პრეზიდენტო ზელენსკი" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი დატოვა. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.
უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების მოლაპარაკება მედიის თანდასწრებით მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რაომდენჯერმე დაიძაბა.