ექსკლუზივი: როგორ მიატოვეს ხალხი სტიქიის პირისპირ - დოკუმენტური კადრები სტიქიის ეპიცენტრიდან

01.03.25 20:19
ექსკლუზივი: როგორ მიატოვეს ხალხი სტიქიის პირისპირ - დოკუმენტური კადრები სტიქიის ეპიცენტრიდან

დოკუმენტური კადრები სტიქიის ეპიცენტრიდან - "შაბათის ეთერის" სპეციალური რეპორტაჟი სოფლებიდან, რომლის მოსახლეობა ივანიშვილის რეჟიმმა სტიქიის წინაშე მარტო დატოვა. 

  • 82 წლის მოხუცს, როინ ცანავას სახლში ავადმყოფი  ცოლი და შვილი ჰყავს. ერთი კვირაა, ის ჩაკეტილია და დიდთოვლობის გამო გარე სამყაროსთან ვეღარ კონტაქტებს. შუქი ერთადერთ ოთახში ანთია, ცივა. სახლის გარშემო რამდენიმე მეტრიანი თოვლის გალავანია აღმართული, აქ საკითხავადაც კი არავინ მისულა რა უჭირს ოჯახს სადაც სამი მძიმე ავადმყოფია. 82 წლის როინ ცანავა თავადაც ონკოპაციენტია. სტიქიის შუაგულში მიტოვებული ოჯახი რომ არა მოხალისეების დახმარება, შიმშილისთვის იყო განწირული.   

ხელისუფლებისგან მიტოვებული მოქალაქეები დათოვლილ სოფლებში სამოქალაქო აქტივისტების იმედად დარჩნენ. ცხელი ხაზის ნომრებზე ზარები არ ჩერდებოდა, ყველას შველა, წამალი და საკვები ჭირდებოდა. 

  • მარტოხელა ქალი, რუსიკო ჟღენტი ღამეებს თეთრად ათენებს, რომ უცებ ნანგრევების ქვეშ არ აღმოჩნდეს.  დახმარება ადგილობრივ გამგეობას სთხოვა, უთხრეს, რომ თუ სახლი ინგრევა ეს მათი კომპეტენცია არ არის. 

სტიქიიდან 7 დღის თავზე დათოვლილ სოფელში ერთადერთი ტრაქტორი გამოჩნდა. ადგილობრივებმა იფიქრეს, რომ ამის შემდეგ გზაც გაიწმინდებოდა და მოძრაობა აღდგებოდა, თუმცა შეცდნენ. ტრაქტორმა ისე ჩაიარა, საწვავიც მეზობლებს სთხოვა და არც გზა გაუკვალავს. 

  • ტრაქტორმა აიარა და ჩაიარა ისე რომ გზაც კი არ გაუწმენდავს დალი გოგიბერიძის  სახლის წინაც. კვირაზე მეტია, სახლიდან არ გამოსულა. როდესაც თოვა დაიწყო, ეგონა, რომ ვერ სახლიდან ვერასდროს შეძლებდა გამოსვლას. 

მთელი გურია ჩაკეტილია. ვერც საფლავის გათხრაა შესაძლებელი და ვერც ჭირისუფალთან მიდიან მისასამძიმრებლად. 

მაშინ როდესაც თბილად ივანიშვილის გუნდის წევრები გამგეობის შენობაში განიხილავდნენ სტიქიასთან ბრძოლის სტრატეგიას, ხალხს ციოდა და შიოდა. თბილისიდან მათ დასახმარებლად ოფროუდერთა ასოციაციის წარმომადგენლები ჩავიდნენ. დაიწყეს მაღალმთიან სოფლებში პატრულირება. გზების გაკვალვა, დაიხმარეს ექიმები და სპეციალურად შერჩეული პრეპარატები ჩაიტანეს გურიაში. 

სტიქიის პირისპირ მიტოვებული ხალხი - თამთა დოლენჯაშვილის სპეციალური რეპორტაჟი