სად იყო და რატომ არ გამოიყვანეს მილიონებად ნაყიდი ვერტმფრენები?
სად იყო და რატომ არ გამოიყვანეს სტიქიის ზონაში მილიონებად ნაყიდი ვერტმფრენები? - "შაბათის ეთერმა" მოიპოვა ირაკლი კობახიძის მიერ 28 თებერვალს გამოცემული განკარგულება, სადაც წერია, რომ "ოცნება" გამარტივებული შესყიდვით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ბალანსზე აღრიცხული H-145/MMB-BK117D3 ტიპის შვეულმფრენებისთვის საჭირო სახარჯი მასალების, ხელსაწყოების, წებოებისა და საწმენდი საშუალებების სახელმწიფო შესყიდვას გეგმავს.
გამოდის, რომ ახლა აღმოაჩინეს და სასწრაფოდ სჭირდებათ მილიონებად ერთი წლის წინ ჩამოყვანილი ვერტმფრენებისთვის წებოები - ჰერმეტიკი და სახარჯი მასალები.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას თანამედროვე, ახალი, ევროპული ტიპის „H 145“ ვერტმფრენი 2024 წელს შეემატა.
მაშინ სამთავრობო მედია ამბობდა, რომ ამ ტიპის შვეულმფრენები მაღალ სიმაღლეზე ოპერირებისა და მანევრის შესაძლებლობებით გამოირჩევა, რაც, საქართველოს მაღალმთიანი რელიეფის გათვალისწინებით, არსებულ ამოცანებთან სრულად თავსებადი იქნება.
"შაბათის ეთერი" სასაზღვრო პოლიციის საავიაციო დეპარტამენტის უფროსს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, რატომ არ გამოყვეს ავიაცია თოვლში ჩარჩენილი მძიმე ავადმყოფების გამოსაყვანად, თუმცა მაღალჩინოსანმა ტელეფონი გათიშა.