დიდი ბრიტანეთი უკრაინას გაყინული რუსული აქტივებიდან £2.26 მილიარდს გამოუყოფს
ვოლოდიმირ ზელენსკისა და კირ სტარმერის შეხვედრისას სპეციალური ხელშეკრულება გაფორმდა, საიდანაც ირკვევა, რომ დიდი ბრიტანეთი უკრაინის თავდაცვის გაძლიერებისთვის 2.6 მილიარდ ფუნტ სტერლინგს გამოყოფს.
ფაქტს ადასტურებს კრაინის ფინანსთა სამინისტრო:
"დღეს უკრაინის ფინანსთა მინისტრმა სერგეი მარჩენკომ და დიდი ბრიტანეთის ხაზინის კანცლერმა რეიჩელ რივზმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას უკრაინისთვის 2,26 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (დაახლოებით, 3 მილიარდი აშშ დოლარი) გადაცემის შესახებ.
ხელმოწერის ცერემონიაში, რომელიც ონლაინ ფორმატში შედგა, მონაწილეობა მიიღეს უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა.
სახსრები "დიდი შვიდეულის" ქვეყნების Extraordinary Revenue Acceleration for Ukraine (ERA) მექანიზმის ნაწილია, რისი მთლიანი მოცულობაც 50 მილიარდი აშშ დოლარია. კრედიტი დაიფარება სამომავლო შემოსავლებით, რომლებიც მიღებული იქნება გაყინული რუსული სუვერენული აქტივებიდან," - ნათქვამია განცხადებაში.
ზელენსკი ლონდონში აშშ-ში ტრამპთან ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგ ჩავიდა.
ხვალ, ომშიმ მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი მეფე ჩარლზ III-ს შეხვდება და ევროპელ ლიდერთა სამიტზე მიიღებს მონაწილეობას.
მსგავსი სიახლეები
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს
პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვა პირები