მაკრონი ტრამპსა და ზელენსკის ესაუბრა - რა უთხრა საფრანგეთის პრეზიდენტმა მხარეებს
თეთრ სახლში განვითარებული მოვლენების შემდეგ, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი როგორც დონალდ ტრამპს, ისევე ვოლოდიმირ ზელენსკის ესაუბრა.
ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო AFP ავრცელებს. გამოცემის ცნობით, მაკრონიმ პრ ქვეყნის ლიდერებს მოუწოდა "სიმშვიდეს, პატივისცემას" დაუბრუნდნენ.
28 თებერვალს, უკრაინის პრეზიდენტსა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს შორის აუდიენცია შედგა. ვოლოდიმირ ზელენსკისა და დონალდ ტრამპის მოლაპარაკება მწვავე კამათის ფონზე წარიმართა. ოვალურ კაბინეტში სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ და უკრაინულმა დელეგაციამ თეთრი სახლი გუშინვე დატოვეს. შეთანხმება ვერ შედგა. წიაღისეულზე დოკუმენტზე ხელმოწერა ჩაიშალა. ასევე გაუქმდა ორი ლიდერის პრესკონფერენციაც.