აშშ-სადმინისტრაცია შორდება ჩვენს მოკავშირეებს და ემხრობა პუტინს, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას - მურკოვსკი

02.03.25 12:47
აშშ-სადმინისტრაცია შორდება ჩვენს მოკავშირეებს და ემხრობა პუტინს, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას - მურკოვსკი

რესპუბლიკელი სენატორი, ლიზა მურკოვსკი ტრამპირ ადმინისტრაციას ოვალურ კაბინეტში მომხდარი სკანდალის გამო აკრიტიკებს. სენატორი პლატფორმა X-ზე პირდაპირ წერს, რომ აშშ-ს ადმინისტრაცია მოკავშირეებს შორდება და პუტინს ემხრობა, რაც დემოკრატიას და აშშ-სღირებულებებს საფრთხეს მთელ მსოფლიოში უქმნის. 

ეს კვირა დაიწყო იმით, რომ ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უარი თქვეს იმის აღიარებაზე, რომ რუსეთმა დაიწყო ომი უკრაინაში. ის მთავრდება ოვალურ კაბინეტში დაძაბული, შოკისმომგვრელი საუბრით და თეთრი სახლიდან ჩურჩულით, რომ, შესაძლოა, შეეცადონ, დაასრულონ აშშ-ის მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

ვწუხვარ, რადგან, როგორც ჩანს, ადმინისტრაცია შორდება ჩვენს მოკავშირეებს და ემხრობა პუტინს, რომელიც საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და აშშ-ის ღირებულებებს მთელ მსოფლიოში, - წერს მურკოვსკი.