ფრთხილად საუბრები დასრულდა, დროა, ვიმოქმედოთ! - რა გზავნილები ექნება სტარმერს ევროპელ ლიდერებთან

02.03.25 13:11
ფრთხილად საუბრები დასრულდა, დროა, ვიმოქმედოთ! - რა გზავნილები ექნება სტარმერს ევროპელ ლიდერებთან

ფრთხილად საუბრები დასრულდა, დროა, ვიმოქმედოთ! - ამ შინაარსის სტატიას "ბლუმბერგი" აქვეყნებს. მაღალი სანდოობით გამორჩეული მედიაგამოცემა იმ საკითხების შესახებ წერს, რომელიც, შესაძლოა, დღეს დახურულ კარს მიღმა ევროპელმა ლიდერებმა დიდ ბრიტანეთში განიხილონ. მათი ცნობით, სტრამერი დღეს ევროპაში თავდაცვის ხარჯების გაზრდის ინიციატივას დააყენებს. 

კირ სტარმერი ეტყვის ევროპელ ლიდერებს, რომ ისინი უნდა გაუმკლავდნენ სასტიკ რეალობას და გაზარდონ თავდაცვის ხარჯები, რადგან ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ცდილობს, გამოიყენოს თავისი კავშირები თეთრ სახლში, რათა არ დაშალოს ტრანსატლანტიკური ალიანსი უკრაინის გამო. სტრამერი ევროპელებს ეტყვის, რომ მათი „ფრთხილად ჩამოყალიბებული საუბრები“ საკმარისი არაა და რომ უკვე კონკრეტულ ქმედებებზე უნდა გადავიდნენ. პრემიერ-მინისტრის ოფისის მაღალჩინოსნის თქმით, ბრიტანეთის პრემიერი გზავნილს გადასცემს ათზე მეტი სხვა დიდი ხნის ამერიკელი მოკავშირის წარმომადგენლებს კვირას ლონდოში ევროპული უსაფრთხოების სამიტის დროს, - წერს ბლუმბერგი.  

მსოფლიო ყურადღება ლონდონისკენაა მიპყრობილი. ბრიტანეთში დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო სამიტი გაიმართება. ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვედრას დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. დღეს გადაწყდება, როგორ დაეხმარება ევროპა ოვალური კაბინეტის დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ომში მყოფ ქვეყანას.