სტრამერი ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად სამ კომპონენტს ასახელებს - როგორია ბრიტანეთის პრემიერის გეგმა

02.03.25 15:20
სტრამერი ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად სამ კომპონენტს ასახელებს - როგორია ბრიტანეთის პრემიერის გეგმა

სამიტი, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართება, ეძღვნება სამხედრო კეთილი ნების კოალიციის ფორმირებას, რათა უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება ომის დასრულების შემდეგ, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერმა ცოტა ხნის წინ BBC-თან ინტერვიუში განაცხადა. კიმ სტრამერის თქმით, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთთან და შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქვეყანასთან ერთად უკრაინასთან ბრძოლების შეჩერების გეგმაზე იმუშავებს, რომელსაც შემდეგ აშშ-თან ერთად განიხილავს. 

დიდი ბრიტანეთის პრემიერი უკრაინაში მშვიდობის მისაღწევად სამ კომპონენტს ასახელებს.

სამიტი, რომელიც დღეს ლონდონში გაიმართება, ეძღვნება სამხედრო კეთილი ნების კოალიციის ფორმირებას, რათა უზრუნველყოს უკრაინის უსაფრთხოება ომის დასრულების შემდეგ. საუბრებმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან, აშშ-ს პრეზიდენტ ტრამპთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან მიგვიყვანა შეთანხმებამდე, რომ დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთთან და შესაძლოა, ერთ ან ორ სხვა ქვეყანასთან იმუშავებს უკრაინასთან ბრძოლების შეჩერების გეგმაზე და შემდეგ ჩვენ განვიხილავთ ამ გეგმას აშშ-თან ერთად. 

საჭიროა სამი რამ: ძლიერი უკრაინა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, იბრძოლებს, მისი ძლიერ პოზიციაში ყოფნა, მოლაპარაკება უსაფრთხოების გარანტიების ევროპულ ელემენტზე და აშშ-ის მხარდაჭერა. ეს არის პაკეტი, სამივე ნაწილი უნდა არსებობდეს და ეს არის ის, რისთვისაც ბევრს ვმუშაობ.

ზელენსკი სამართლიანად იყო შეშფოთებული იყო შემოთავაზებული შეთანხმებით, რომელიც უნდა შენარჩუნებულიყო. არ მჯერა, რომ უკრაინის პრეზიდენტი, კაცი, რომელის ქვეყანაც სამი წელია ომშია, თეთრ სახლში რაიმეს დააშავებდა, - განაცხადა სტრამერმა.  

ჟურნალისტის კითხვაზე, ენდობა თუ არა ბრიტანეთის პრემიერი აშშ-ს პრეზიდენტს, როცა ის გრეძელვადიან მშვიდობაზე საუბრობს, სტრამერი დადებითად პასუხობს.  

იმიტომ, რომ მე მას პირადად შევხვდი, მქონდა მასთან საუბარი და  ვიცი, რომ ის აბსოლუტურად მოტივირებულია გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად. მინდა, ნათელი იყოს ჩემი პოზიცია. პრეზიდენტი ზელენსკი არჩეული პრეზიდენტია. კითხვა უნდა იყოს, ენდობი თუ არა ტრამპს, როდესაც ის გრძელვადიანი მშვიდობის შესახებ საუბრობს. დიახ, - ვპასუხობ, ამერიკის და დიდი ბრიტანეთის ურთიერთობა მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი გამორჩეულია. ჩვენი თავდაცვა, უსაფრთხოება, ასეთი რამ ბევრს არ აქვს. ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ურთიეღთობაა, - განაცხადა სტრამერმა. 

მსოფლიო ყურადღება ლონდონისკენაა მიპყრობილი. ბრიტანეთში დღეს უკრაინის საკითხზე საგანგებო სამიტი გაიმართება. ევროპელ ლიდერებთან ერთად შეხვედრას დაესწრება ნატოს გენერალური მდივანი და ევროკომისიის პრეზიდენტი. დღეს გადაწყდება, როგორ დაეხმარება ევროპა ოვალური კაბინეტის დიპლომატიური სკანდალის შემდეგ ომში მყოფ ქვეყანას.