ლონდონში უკრაინის საკითხზე შეხვედრა დასრულდა - პირველი კომენტარები
ლონდონში უკრაინის საკითხზე შეხვედრა დასრულდა - რამენიმე წუთში ვოლოდიმირ ზელენსკი მეფე ჩარლს III-ს შეხვდება.
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი, რომელიც შეხვდრას ესწრებოდა, ამბობს, რომ "ევროპა სასწრაფოდ უნდა შეინარჩუნონ".
მისი თქმით, ლიდერებს ჰქონდათ “კარგი და გულწრფელი დისკუსია” და განიხილეს, რა არის საჭირო იმისთვის, რომ უკრაინა ძლიერის პოზიციაში იყოს.
„ჩვენ სასწრაფოდ უნდა შევაიარაღოთ ევროპა. ამის შესახებ გეგმას ევროკომისია ევროპულ საბჭოს 6 მარტს შესთავაზებს. ჩვენ ძალიან უნდა გავძლიერდეთ”. - განაცხადა მაღალჩინოსანმა.
მისი თქმით, უკრაინას სჭირდება უსაფრთხოების ყოვლისმომცველი გარანტიები, რომელიც მის ეკონომიკურ და სამხედრო მხარდჭერას უზრუნველყოფს.
ევროკომისიის პრეზიდენტმა აშშ-ის ხელისუფლებასაც მიმათა:
„ჩვენ მზად ვარ, თქვენთან ერთად დავიცვათ დემოკრატია და პრინციპი, რომ არსებობს კანონის უზენაესობა, რომ არ შეიძლება, შეიჭრა [სხვა ქვეყანაში] და დაჩაგრო შენუ მეზობელი, ან შეცვალო საზღვრები იძულებით”.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, კომენტარი ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემაც გააკეთა.
მისი თქმით, ევროპული ქვეყნები გააქტიურდნენ, როგორც საკუთარი თავდაცვის ხარჯების, ასევე უკრაინის მხარდაჭერის თვალსაზრისით.
ნატოს გენერალური მდივნის თანახმად, რამდენიმე ქვეყანამ სამიტზე უკვე გააკეთა საჯარო განცხადება თავდაცვის ხარჯების გაზრდასთან დაკავშირებით.
მოკავშირეებს სურთ, დარწმუნდნენ, რომ პუტინი მომავალში აღარ შეეცდება უკრაინაზე თავდასხმას, ეს ნიშნავს იმას, რომ ევროპელები იქნებიან აქტიური უკრაინაში ამ მშვიდობის უზრუნველსაყოფად, რათა ეს მშვიდობა იყოს მდგრადი, გრძელვადიანი და ხანგრძლივი.“ - განაცხადა რუტემ.
ალიანსის გენმდივანმა აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებაზე მოკლე კომენტარი გააკეთა.
საქმე ეხება დონალდ ტრამპის გზავნილს, რომ მას სჯერა მეხუთე მუხლის, მაგრამ ბალტიისპირეთს „რთული სამეზობლო" ჰყავს.
"ბევრჯერ მილაპარაკია პრეზიდენტ ტრამპთან. ის კარგი მეგობარია. ახლა რვა წელია ერთად ვმუშაობთ. ოთხი წლის წინაც, როდესაც ის პირველად იყო პრეზიდენტი და ჩვენ კონტაქტზე ვიყავით, როდესაც ის პრეზიდენტის ოფისიდან გავიდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ახლა კვლავ ძალიან აქტიურად ჩავერთეთ და როგორც მან არაერთხელ თქვა, ის მთლიანად ერთგულია ნატოს მეხუთე მუხლის მიმართ. ამიტომ, გთხოვთ, შევწყვიტოთ ჭორაობა იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გააკეთოს ან არ გააკეთოს აშშ-მ; ისინი ნატოში არიან, ნატოს ერთგული არიან, მეხუთე მუხლის ერთგული არიან, ეს არის ის, რასაც ისინი მუდმივად ამბობენ."- განაცხადა მარკ რუტემ.