ივანიშვილის პარტია დამოუკიდებელი მედიისთვის ყველა კარს კეტავს

03.03.25 13:31
ივანიშვილის პარტია დამოუკიდებელი მედიისთვის ყველა კარს კეტავს

ოლიგარქი და მისი პარტია დამოუკიდებელი მედიისთვის ყველა კარს კეტავს. მედიაცენზურის კანონს ამ წუთებში დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ. რეგულაციის მიხედვით, მედიას ეკრძალება კერძო ან საჯარო სივრცეში ვიდეო-აუდიო გადაღება უფლებამოსილი პირის თანხმობის გარეშე. აღნიშნული არგათვალისწინების შემთხვევაში მაუწყებელს ჯერ გაფრთხილება მიეცემა, შემდეგ დაჯარიმდება, საბოლოოდ, კი ლიზენცია შეუჩერდება. 

საჯარო ან კერძო დაწესებულებების ტერიტორიაზე ვიდეო ან აუდიო ჩაწერა აუცილებელი გახდება უფლებამოსილი პირის თანხმობის შემთხვევაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მასალის უნებართვოდ მომზადება გამართლებულია ისევ და ისევ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესით. კონკრეტულ შემთხვევაში, მაუწყებელს მოუწევს მტკიცება, თუ რა არის ეს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. თვითრეგულირების ნაწილი ყალიბდება ისე, რომ მის რეგულირებაში გადმოდის კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გასნხილველ საკითხებად, - თქვა სხდომაზე არჩილ გორდულაძემ. 
 

გარდა აღნიშნული რეგულაციებისა, "ოცნებამ" გადაწყვიტა, რომ ტელევიზიების უცხოეთიდან დაფინანსება უნდა აიკრძალოს.  

დემოკრატიული ინსტიტუტები, მათ შორის მედია, არ უნდა ფინანსდებოდნენ გარედან, ვინაიდან უცხოეთიდა დაფინანსებული მედიასაშუალებები ხშირ შემთხვევაში აცდენილები არიან იმ მიზნებს, რასაც დემოკრატიულ სახელმწიფოში უნდა გააჩნდეს მედიას. მედია, ამ შემთხვევაში, საზოგადოების ინტერესს იმდენად არ ასახავს და არ ემსახურება, რამდენადაც კონკრეტული გარე ძალების პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად გამოიყენება ხოლმე. თურმე USAID-ის მხრიდან ფინანსდებოდა 6200 ჟურნალისტი 30 ქვეყანაში. თითოეული მათგანის მიმართ USAID-ის მიმართ იყო ერთი და იგივე მოთხოვნა - ეს არის სტრატეგიული დუმილის პოლიტიკის გატარება. 
როგორ ვლინდება სტრატეგიული დუმილი მედიაში: ინფორმაციის მიზანმიმართული შეზღუდვა, როდესაც მედია ან ოფიციალური წყაროები არ ასაჯაროებენ მნიშვნელოვან ფაქტებს, სიმართლის შერჩევითი გაშუქება, ფონის შექმნა პროპაგანდისთვის, როდესაც მედია არ საუბრობს ალტერნატიულ ან კრიტიკულ მოსაზრებებზე, საზოგადოება ხედავს მხოლოდ ერთნაირ ნარატივს, რაც ხელს უწყობს დეზინფორაციის გავრცელებას, საზოგადოების მანიპულაცია კრიზისულ სიტუაციებში, - თქვა სხდომაზე რატი იონათამიშვილმა. 

 

შეგახსენებთ, რომ მედიაცენზურის კანონპროექტზე ე.წ. პარლამენტმა მსჯელობა დღეს დაიწყო და სავარაუდოდ, უახლოეს მომავალში ახალი რეპრესიული კანონი უკვე ამოქმედდება.