პუტინის პრესსპიკერისა და "ქართული ოცნების" ლიდერების იდენტური განცხადება
პუტინის პრესსპიკერისა და "ქართული ოცნების" ლიდერების იდენტური განცხადება "ომის პარტიაზე".
პუტინის მარჯვენა ხელი, აცხადებს, რომ უკრაინაში ომის გაგრძელება "ომის პარტიას", რომელიც დასავლეთშია:
მთელი რუსული მხარე კიდევ ერთხელ დარწმუნდა პრეზიდენტ პუტინის სისწორეში, როდესაც მან თქვა, რომ მოლაპარაკებების პროცესისადმი რუსული მხარის ღიაობის მიუხედავად, მთელ ამ კეთილ ზრახვებს ეწინააღმდეგება კიევის რეჟიმის მხრიდან სურვილის უქონლობა, მხარი დაუჭიროს ასეთ დინამიკას. ჩვენ ეს სრული ძალით ვნახეთ ვაშინგტონში...
რჩება ქვეყნების ჯგუფი (დასავლეთში), რომლებიც წარმოადგენენ "ომის პარტიას" და აცხადებენ მზადყოფნას, განაგრძონ უკრაინის მხარდაჭერა ომის მხარდაჭერისა და საბრძოლო მოქმედებების გაგრძელების მიზნით", - განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.
ცნობისთვის, "ქართული ოცნება" ბოლო რამდენიმე წელია "ომის პარტიის" არსებობაზე აპელირებს. ივანიშვილის გუნდი იფივე პროპაგანდას აქტიურად აგრძელებს ზელენსკი-ტრამპის ჩაშლილი მოლაპარაკებების შემდეგაც.
მსგავსი სიახლეები
ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე პროკურატურა ღარიბაშვილს გამოკითხავს
პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი, გია ხუხაშვილი და სხვა პირები