"ოცნების" მტკიცებით, საკრებულოსა და მერის არჩევნებში მათი პარტია ბათუმშიც იმარჯვებს

20.09.21 12:29
"ოცნების" მტკიცებით, საკრებულოსა და მერის არჩევნებში მათი პარტია ბათუმშიც  იმარჯვებს

"ოცნების" მტკიცებით, ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებში მათი პარტია ბათუმშიც  იმარჯვებს. "ოცნების“   მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ბათუმში მმართველ პარტიას 49.2%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ნაციონალურ მოძრაობას“ 29.8%, პარტია „საქართველოსთვის“ კი 4.1.%.

 კვლევის მიხედვით, „გირჩი - მეტი თავისუფლება“ 2,8%-იანი მხარდაჭერა აქვს, „ლელოს“ 2,1% უჭერს მხარს, „პატრიოტთა ალიანსს“ 1,9%, „მესამე ძალას“ 1,2%, მოქალაქეებს“ 1,2%, „ლეიბორისტულ პარტიას“ 1,1%, „ევროპული საქართველოს“ 1,1%, „გირჩს“ 0,6%, სხვა პარტიებს კი 4,9% უჭერს მხარს.

კვლევის მიხედვით, ბათუმში,  „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს არჩილ ჩიქოვანს, კითხვაზე, „ხვალ რომ ბათუმის მერის არჩევნები ტარდებოდეს, რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას“, გამოკითხულთა 54.1% ხმას მისცემდა.

ამავე კვლევის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს ხმას 30.6% აძლევს,„საქართველოსთვის“ კანდიდატს ირაკლი მიქელაძეს 4.6%, „გირჩი - მეტი თავისუფლების“ მერობის კანდიდატს, გიორგი ფუტკარაძეს ხმას 2.1% აძლევს. „პატრიოტთა ალიანსის“ მერობის კანდიდატს ბონდო გუგულაძე 1.9% დაუჭერდა მხარს. დამოუკიდებელ კანდიდატს კახაბერ ცისკარიძეს 1.2%, ხოლო სხვა კანდიდატებს 5.5%-იანი მხარდაჭერა აქვთ.

როგორც ხედავთ, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატს აქვს ძალიან მყარი შესაძლებლობა, არჩევნები პირველივე ტურში დიდი უპირატესობით მოიგოს. რა თქმა უნდა, ყველაფერი 2 ოქტომბერს ბათუმელი ამომრჩევლის აქტიურობაზე იქნება დამოკიდებული. არჩილ ჩიქოვანს და საკრებულოს წევრობის კანდიდატებს ვუსურვებთ გამარჯვებას“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სოციოლოგიური კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 13-17 სექტემბერის პერიოდში. კვლევის ფარგლებში, გამოიკითხა 2690 რესპონდენტი, საიდანაც ფავორიტი პარტია გამოკითხულთა 87,9 % დაასახელა. ცდომილების ზღვარი შეადგენს 3 %.

მანამდე, 13 სექტემბერს პარტიის საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა კვლევის პარტიული  შედეგები რუსთავშიც გაასაჯაროვა, სადაც მათი მტკიცებით,ასევე დამაჯერებლად ლიდერობენ.