კალაძე: რუსთაველზე რამდენიმე ცალი ადამიანი გამოდის
კახა კალაძე ამტკიცებს, რომ რუსთაველის აქციებზე "რამდენიმე ცალი ადამიანი" დადის. ივანიშვილის გუნდის წევრი ისევ იმეორებს, რომ ხელახალი არჩევნები არ ჩაინიშნება და თუ ვინმეს "რამეს თავი აქვს", თვითმმართელობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.
ეს ჩვეულებრივი სისულელე და აბსურდია, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, 100%-ით. არჩევნები ჩაინიშნება რამდენიმე თვეში ადგილობრივი, თვითმმართელობის არჩევნებს ვგულისხმობ, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიეილ ყაველაშვილი დანიშნავს და თუ ვინმეს რამის თავი აქვს, აგერ არის ადგილობრივი თითმმართველობის არჩევნები, გამოვიდნენ, მიიღონ მონაწილეობა და ნახავენ რა შედეგებს მიიღებენ. სრული სისულელე. თუ ვიღაცა გამოდის იქ, რუსთაველზე რამდენიმე ცალი ადამიანი იკრიბება, ყველას აქვს უფლება, შეიკრიბოს და გაოხატოს თავისი მოსაზრება, - ამბობს კალაძე.
თბილისის მერი ამ განცხადებას საქართველოს მოქალაქეების უწყვეტი პროტესტის 96-ე დღეს აკეთებს. სამ თვეზე მეტია, ახალი არჩვენებისა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ხალხი ქუჩაში ყოველ დღე გამოდის.
დედაქალაქის მთავარი გამზირი გუშინაც გადაიკეტა. თბილისთაენ ერთად უწყვეტი პროტესტი გრძელდება რეგიონებშიც.
რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის 5 პუნქტიან გეგმას, პრეზიდენტმა ახალი არჩევნების გეგმა წინა კვირას გამოაქვეყნა.
ზურაბიშვილის გეგმა ასეთია:
- არჩევნების პირობების დაწესებას
- საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადებას
- საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვას
- პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის
- ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები:
- პოლიტპატიმრების გათავისუფლება
- რუსული კანონების გაუქმება
- სამართლიანი სასამართლოს აღდგენა