"ზურაბიშვილი სახლობანას თამაშობს"- რატომ განაახლა ოლიგარქის პარტიამ იერიში პრეზიდენტზე
"ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მეხუთე პრეზიდენტზე იერიშები განაახლა. ივანიშვილი გუნდის წევრი ლევან მაჭავარიანი დღეს ამტკიცებდა, რომ ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად "სახლობანა თამაშობს", როდესაც დაქირავებულ ოფისში შეხვედრებს მართავს.
მაჭავარიანი ამბობს, რომ ოპოზიცია თვითმართელობის არჩევნებისთვი უნდა მოემზადოს, რათა, მისი მტკიცებით, არჩევნები ისევ "გამანადგურებელი შედეგებით" არ წააგოს.
რა შანსები უნდა ჰქონდეს ოოპოზიციის ამ ერთობლივ შეხვედრებს? ხედავთ, რომ უკვე თეები გადის, ძალიან ახლოვდება თვითმმართველობის არჩევნები. ვურჩევდით, რომ უკვე დაიწყონ თვითმართველობის არჩევნებისთის მზადება, რომ არ წააგონ იგივე გაანადგურებელი ანგარიშით, როგორც წააგეს საპარლამენტო არჩევნები. ითამაშონ ეს სახლობანა, რაღაც პარალელური თუ ალტერნატიული პარლამენტი უნდა შეექნათ თუ შექმნეს - არ ვიცი. სადღაც ოფისი აქვს ნაქირავები ქალბატონ ზურაბიშვილს თუ არ ვცდები, სოროსის ოფისის გვერდზე და იქ კიდევ გრძელდება სახლობანას თამაში, რომ თითქოს მიდიან პრეზიდენტის რეზიდენციაში. არ ვიცი, რაც უფრო მალე დაბრუნდებიან რეალობაში, მით უკეთესი მათთვის.
უწყვეტ პროტესტს რაც შეეხება, ბოლო დღეებში, რაც მე იქ ჩავიარე, არ ვიცი, 200-300 ადამიანი მენახა მაქსიმუმ, - ამბობს ლევან მაჭავარიანი.
"ოცნების" კიდევ ერთი წევრი არჩილ გორდულაძე სალომე ზურაბიშვილს "ნაციონალური ოძრაობის" წარმომადგენლად და ჯაშშად მოიხსენიებს. ივანიშვილის გუნდის წევრი ამტკიცებს, რომ პრეზიდენტი "დიფ სთეითის" და გლობალური ომის პარტიის დავალებების შემსრულებელია.
ეს ადამიანი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, ჩართული იყო იმ ფერხულში, რაშიც კოლექტიური ნაცმოძრაობაც იყო და მიზანიც ისევ და ისევ ჩვენს ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნა იყო. სამწუხაროდ, ეს ადამიანი გახდა ერთი რიგითი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი, ერთ-ერთ ჯაშუშთაგანი და სხვა ძალების, ისევ და ისევ დიფ სთეითი და გლობალური ომის პარტიის დავალებების ერთი ჩვეულებრივი შემსრულებელია, - ამბობს არჩილ გორდულაძე.
სალომე ზურაბიშვილის ინტერესების დამცველი და მასთან დაახლოებული პირი ეკა ბესელია ფიქრობს, რომ "ოცნება" ამ თავდასხმებით ბრაზს გაოხატავს. მისი თქმით, ივანიშვილის ხელისუფლება კარგად ხედავს, რომ დასავლეთი ახლა მხოლოდ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ლეგიტიმაციას ცნობს.
იმ ვითარებაში, როდესაც სრულიად იზოლირებულია „ქართული ოცნება“, არავინ ელაპარაკება მათ, არ აღიარებს ჩატარებულ არჩევნებს არცერთი დემოკრატიული ქვეყანა. უფრო მეტიც, ოთხოვნაა, აპრილამდე პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, ეს დრო ახლოვდება და პარალელურად, ამ ვითარებაში სალომე ზურაბიშვილი მოაიზრება ჩვენი პარტნიორებისთის და ქვეყნის მეგობრებისთვის, პრეზიდენტი, რომელსაც აღიარებენ, რომელსაც ესაუბრებიან და რომლის საშუალებითაც ქვეყანასთან ის ხაი, რაც არის ევროპული გზასთან დამაკავშირებელი, არის შენარჩუნებული. ამიტომაც არის ასეთი აგრესიული, უპატივცემულო და საკუთარი თავის შეურაცხმყოფელი, პირველ რიგში, ეს „ოცნებას“ ახასიათებს, რომ საკუთარ თავს წარმოაჩენენ ამ ფორით, მათი გამოხატული აგრესია. მაგრამ, ეს არაფერს შეცვლის გარდა იმისა, რომ უბრალოდ ამტკიცებენ ყოველდღე იმას, რაც მათ თავს ხდება. არ შეცვლის იმიტომ, რომ საერთაშორისო პარტნიორები გააგრძელებენ სალომე ზურაბიშვილთან ურთიერთობას და ამით ქვეყანასთან არ გაწყვეტენ იმ ძალიან მნიშვნელოვან ჯაჭვს, რომელიც ჩვენ ევროპულ და დემოკრატიულ სამყაროსთან გვაკავშირებს, - ამბობს ბესელია.
შეგახსნებთ, რომ წინა კვირას სალომე ზურაბიშვილმა ახალი არჩევნების გეგმა წარადგინა.
ზურაბიშვილის გეგმა ასეთია:
- არჩევნების პირობების დაწესებას
- საარჩევნო კომისიებისა და დამკვირვებლების „ჯარის“ მომზადებას
- საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ახალი არჩევნების გაყალბებისგან დაცვას
- პოლიტიკურ ძალებს შორის კოორდინაცია ახალი არჩევნებისთვის
- ერთიანი საარჩევნო პროგრამა - „ქართული ქარტია“ და მისი პრიორიტეტები:
- პოლიტპატიმრების გათავისუფლება
- რუსული კანონების გაუქმება
- სამართლიანი სასამართლოს აღდგენა