იუკნევიჩიანე სანქციებზე: იმედი მაქვს, სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ბალტიისპირეთის მაგალითს
ევროპარლამენტარი, რასა იუკნევიჩიანე ლიეტუვის,ლატვიისა და ესტონეთის გადაწყვეტილებაზე, ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლებისთვის სანქციების დაწესების თაობაზე, სოციალურ ქსელში ეხმაურება და იმედოვნებს, რომ სხვა ქვეყნებიც “მიჰყვებიან ბალტიისპირეთის მაგალითს“.
“იმედი მაქვს, რომ სხვა ქვეყნები მიჰყვებიან ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითს"- წერს იუკნევიჩიანე.
შეგახსენებთ, რომ ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.
საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე.