არაღიარებული პარლამენტის დეპუტატები, რომლებსაც ესტონეთმა ქვეყანაში შესვლა აუკრძალა - სია
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა საქართველოს ასზე მეტი მოქალაქე დაასანქცირეს. შეზღუდვები დაუწესეს მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციის მაღალჩინოსნებსა და "ქართული ოცნების" დეპუტატებს.
- ლიეტუვამ 74 საქართველოს მოქალაქე დაასანქცირა, ესტონეთმა – 55, ლატვიამ კი საქართველოს 16 მოქალაქე დაასანქცირა.
ლიეტუვისა და ლატვიის მიერ დასანქცირებულთა სია ჯერ ცნობილი არ არის.
ესტონეთს, მის მიერ დასანქიცრებულთა შორის არიან "ქართული ოცნების" შემდეგი წარმომადგენლები:
- ლაშა ტალახაძე,
- ირაკლი ზარქუა,
- ვიქტორ სანიკიძე,
- გელა სამხარაული,
- ბექა ოდიშარია
აღსანიშნავია, რომ "ოცნების" დეპუტატი ვიქტორ სანიკიძე, 2008-2009 წლებში ესტონეთის საკალათბურთო კლუბ Tartu Ülikooli-ში თამაშობდა.