ეკა გიგაური რეჟიმის მსახურებს: დაფიქრდით, სად მიჰყვებით ბიძინა ივანიშვილს
სანქციები კიდევ გაგრძელდება - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" დირექტორმა, ეკა გიგაურმა ბალტიის ქვეყნების მიერ “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლების, პოლიციის მაღალჩინოსნების, პროკურორებისა და მოსამართლეების დასანქცირების შესახებ საუბრისას განაცხადა.
მან სამი ქვეყნის გადაწყვეტილებას უპრეცედენტო შემთხვევა უწოდა.
TI-ის ხელმზღვანელმა სინდისის პატიმრების საქმის გამხილველ მოსამართლეებს, ცრუ მოწმე პოლიციელებსა და მოსამართლეებს მიმართა: "ვერ გამოიყენებთ იმ სიკეთეებს, რომლებიც EU-გვანიჭებს".
რომ შევხედოთ ვისი დასანქცირება ხდება - ესენი არიან პოლიციელები, პროკურორები და მოსამართლეები, ზუსტად ის ადამიანები, რომლებიც არღვევენ ადამიანის უფლებებს, უკანონო დაწყვეტილებს იღებენ, ჩართულები არიან იმ 53 ადამიანის საქმეში, რომლებიც დღეს წინასწარ პატიმრობაში იმყოფება, მათ წინააღმდეგაც აბსოლუტურად უკანონოდ არის დაწყებული ყველა ის გამოძიება, რასაც ჩვენ ვხედავთ.
სიაში ვხედავთ, ცრუ მოწმე პოლიციელებს, რომლებიც ეხმარებიან მოსამართლეებს და პროკურორებს, რომ ამ ადამიანების ციხეებში მოთავსება მოხდეს.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მოსამართლეებს, პოლიციელებს, პროკურორებს, დაფიქრდნენ, სად მიჰყვებიან ბიძინა ივანიშვილს. ბიძინა ივანიშვილისთვის შესაძლოა, გარკვეული შეზღუდვები პრობლემა არ იყოს, მაგრამ მათთვის იქნება პრობლემები. ამ სანქციების შემდეგ ისინი ვერ ჩავლენ ევროკავშირის ქვეყნებში და ვერ გამოიყენებენ იმ სიკეთეებს, რომლებიც ევროკავშირმა მოგვანიჭა"- ამბობს გიგაური.
ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.