"ოცნების" მორიგი იერიში პრეზიდენტზე - რისი ეშინია ოლიგარქს
პრეზიდენტით შეშინებულმა ოლიგარქის გუნდმა იერიშის ახალი ტალღა წამოიწყო. "სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციასთან ერთად სახლობანას თამაშობს" - ეს იყო დღეს პანიკაში მყოფი რეჟიმის სათქმელი. ოლიგარქის გუნდი ლეგიტიმური პრეზიდენტის დისკრედიტაციაზე ახალი ძალებით მას შემდეგ გადავიდა, რაც საბოლოოდ დარწმუნდა, რომ ერთადერთი ზურაბიშვილია, ვისაც დასავლეთი ელაპარაკება და აღიარებს.
იმ დროს, როდესაც "ქართულ ოცნებას" ევროკავშირის 27-დან 25 ქვეყანაში არ აღიარებენ და არ ელაპარაკებიან, სალომე ზურაბიშვილი საქართველოდან ევროპელი ლიდერისთვის რჩება ფიგურად, რომელიც გამოხატავს ხალხის აზრს. სწორედ ამის გამო მიიტანეს დღეს იერიში პრეზიდენტზე.
როგორც ჩანს, ივანიშვილის პარტიის წევრები ბრაზობენ, რომ დასავლეთისგან ლეგიტიმაცია ამ დრომდე ვერ მოიპოვეს, თუმცა აღიარება მათთვის უკვე ყველაზე ნაკლებ სადარდებლად იქცა, რადგან არც ევროპაში და არც ამერიკის ახალ ადმინისტრაციაში მათ ამ დრომდე ხმის გამცემიც კი არავინ ჰყავთ. "ოცნებასთან" ყველამ კავშირი გაწყვიტა, განსხვავებით სალომე ზურაბიშვილისგან, რომელსაც საქართველოს მოქალაქეებიც და სტრატეგიული პარტნიორებიც ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტად ასახელებენ.
ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში.