საქმეების შეკერვა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებები - ვინ რისთვის დაასანქცირეს
საქმეების შეკერვა და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების მიღება - რეჟიმის მსახურ მოსამართლეებს, პროკურორებსა და პოლიციელებს ეს ყველაფერი ძვირი დაუჯდათ. მათ უმკაცრესი პასუხი ბალტიის ქვეყნებმა გასცა. დასანქცირდა ყველა, ვინც აქტივისტები უკანონოდ დააკავა, შემდეგ აბსურდული მტკიცებულებებით ციხეში ბევრი წლით გამოკეტვა მოითხოვა და ვინც ეს მოთხოვნა აღასრულა.
ის რისი წარმოდგენაც ნუგზარ ჭიტაძეს არ უნდოდა, დღეს რეალობად ექცა. ევროკავშირის წევრ სამ ქვეყანაში რეჟიმის მსახურ პროკურორს შესვლა სამუდამოდ აეკრძალა. პროკურორი, რომელსაც ევროპაში მოგზაურობა უყვარს, ადრე ამბობდა, რომ სანქციების არ ეშინია, თუმცა დღეს აღმოაჩინა, რომ უკანონო პოლიტიკური დავალებების შესრულება ძვირი დაუჯდა.
საქმის გამყალბებელ პროკურორთა სიაში მოხვდა როინ ხინთიბიძეც. ისიც დღეს დაასანქცირეს. ხინთიბიძეს საბა სხვიტარიძის, გიორგი მინდაძის და ანრი კვარაცხელიას სისხლის სამართლის საქმეები აწერია. ყველა მათგანს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან, თუმცა საქმის მასალებში პოლიციელების ჩვენებების გარდა არაფერი უდევთ. როდესაც სინდისის პატიმრებს ციხეში უშვებდა, მაშინ არ სჯეროდა, რომ ამის გამო დიდი ფასის გადახდა მოუწევდა.
კიდევ ვინ მოხვდა სანქცირებულთა სიაში? - ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.