პრეზიდენტი ზურაბიშვილი დედების მარშს შეუერთდა
საქართველოს პრეზიდენტი ფილარმონიასთან მივიდა - სალომე ზურაბიშვილი სინდისის პატიმრების დედებს სოლიდარობას უცხადებს და აქციას სახელად "ხელი გაუშვი, ჩემი შვილია" უერთდება.
ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტი საპროტესტო მსვლელობაში მიიღებს მონაწილეობას და რეჟიმის ტყვეების მშობლებთან ერთად საკუთარ გზავნილებს გააჟღერებს.
ჯერ მარში გავმართოთ წყნარად და იქ რომ მივალთ, კომენტარი შემდეგ". - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა "პირველებთან".
"ჩემი შვილია, ხელი გაუშვით" - საპროტესტო მსვლელობა შვილების გადასარჩენად. დედის დღეს სინდისის პატიმრების მშობლები ისევ "ოცნების" წინააღმდეგ ერთიანდებიან. ამ ქალებს ახლა საერთო ტკივილი აქვთ. ყველა საკუთარი შვილის დაბრუნებას ითხოვს.
მოქალაქეებმა შეკრება ფილარმონიასთან დაიწყეს, ცოტა ხანში კი მსვლელობით რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლებენ. პოლიტპატიმრების დედებთან ერთად დგას ყველა, ვინც ფიქრობს, რომ ევროპული მომავლის მცველ ახალგაზრდებს სამშობლოს სიყვარულის გარდა არაფერი დაუშავებიათ.