ევროპელი პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე - ჯაფარიძე

03.03.25 22:13
ევროპელი პოლიტიკოსები აქტიურად საუბრობენ თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე - ჯაფარიძე

ლატვიაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე "ტვ პირველის" ეთერში იმ გზავნილებს აჟღერებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საქართველოსთან მიმართებით გააჩნია. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ ევროპელი კოლეგები არა მხოლოდ "ქართული ოცნების" წევრების დასანქცირებას, არამედ საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობისა და უვიზო რეჟიმის შეჩერებას აქტიურად განიხილავენ. 

საუბარი მარტო იმაზე არ არის, რომ კონკრეტული ადამიანები დაასანქცირონ. საუბარია ყველა იმ ბენეფიტის ჩამორთმევაზე, რომელსაც ევროკავშირისგან იღებს საქართველო. მათ შორის საუბარი არის თავისუფალი ვაჭრობის, უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე, ფინანსური დახმარების შეწყვეტაზე. "ქართული ოცნების" და რუსული რეჟიმის ელიტის დასანქცირება არის ერთი ნაწილი. უვიზო რეჟიმი შეიძლება საქართველოს დროებით შეუჩერონ, მაგრამ როგორც კი შეიცვლება ვითარება, უკან დაგვიბრუნებენ. მაგრამ ის ხალხი, რომელსაც პერსონა ნონგრატად გამოაცხადებენ, ვეღარ მოახერხებენ შესვლას იმ ქვეყნებში, რომლებიც გამოაცხადებენ". - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.