სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, როგორც ერი, ვერ განვვითარდებით - გეგელია

03.03.25 22:42
სანქცირებული ხელისუფლების პირობებში, როგორც ერი, ვერ განვვითარდებით - გეგელია

"ყველაფერი მკაფიოდ ჩანს, სანქციები გრძელდება, ევროპა ჩვენ გვერდით არის" - ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების დასანქცირების საპასუხოდ განაცხადა. 

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის შეფასებით, "ასეთი უმოქმედო, სანქცირებული ხელისუფლების პირობებში ქვეყანა ვერ განვითარდება და უსაფრთხოების დაცვას ვერ შეძლებებს."

რასაც ვაკეთებთ ჩვენ, იმას ვერ იმას "ქართული ოცნება", რადგან საზღვარზე გააბრუნებენ უკან. ეს არის ცოცხალი დასტური იმისა, რამდენად სჭირდება საქართველოსვე ლეგიტიმური ხელისუფლება, რომელიც ნამდვილად ქართული კურსი გამტარი იქნება..

ყველაფერი მკაფიოდ ჩანს, სანქციები გრძელდება, ევროპა არის ჩვენ გვერდით და რეალურად ქართველ ხალხს ძალიან მკაფიო პასუხი აქვს, რომ ასეთი უმოქმედო, სანქცირებული ხელისუფლების პირობებში რეალურად ჩვენ, როგორც ერი  ვერ განვითარდებით და ვერც საკუთარი უსაფრთხოების დაცვას ვერ შევძლებთ. ამიტომაც უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა ახალი, ნამდვილად დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნებისთვის და რეჟიმის ტყვეების დახსნის მიზნით და იმისთვის, რომ ავაშენოთ ნამდვილი, ევროპული სახელმწიფო ავაშენოთ ", - ამბობს გრიგოლ გეგელია.

ევროკავშირის სამმა ქვეყანამ "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სანქციების ახალი და ყველაზე მასშტაბური პაკეტი აამოქმედა. ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა უვადო სანქციები რეჟიმის მოსამართლეებს, პროკურორებს, პოლიციელებს, პოლიტიკოსებს და პროპაგანდისტებს დაუწესა. ყველა, ვინც შავ სიაში მოხვდა, პერსონა ნონგრატად ცხადდება. მათ სინდისის 52 პატიმრის საქმეების გაყალბება, ცრუ ჩვენების მიცემა და საქმეების შეკერვა არ აპატიეს. 

ასევე ნახეთ: