უნდა შეიქმნას ოპოზიციურ-საზოგადოებრივი ორგანო - სანიკიძე

03.03.25 23:03
უნდა შეიქმნას ოპოზიციურ-საზოგადოებრივი ორგანო - სანიკიძე

გუბაზ სანიკიძე ოპოზიციურ-საზოგადოებრივი ორგანოს შექმნის იდეით გამოდის - პოლიტიკოსი "ტვ პირველის" ეთერში აცხადებს, რომ საჭიროა ისეთი ინსტიტუტის ჩამოყალიბება, რომელსაც როგორც საზღვრებს გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნითაც ლეგიტიმაცია ექნება.

მისივე განმარტებით, მოცემული ორგანოს მიზანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსების მიერ საქართველოს მოქალაქეებთან მუშაობით, მათი აქტიური ჩართულობით ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება იქნება. 

კონსოლიდაციაა საჭირო. უნდა შეიქმნას ოპოზიციურ-საზოგადოებრივი ორგანო. ეროვნული ხსნის კომიტეტი უნდა დაფუძნდეს. ამ პროცესებს მართვა უნდა. საგარეოზე მუშაობენ გადასარევად, წარმოუდგენელი წარმატებები აქვს პრეზიდენტსაც და ოთხივე ოპოზიციურ პარტიასაც. საგარეოში აქვთ წარმატებები, მაგრამ ქვეყნის შიგნით შედეგი არ არის. ევროპელებს რაღაც რომ შევასმინოთ, მათ აქ პოლიტიკური ცენტრი უნდა დაინახონ". - განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.