უნდა იცოდნენ, რომ უკანონობისთვის და ძალადობისთვის ინდივიდუალური ფასის გადახდა მოუწევთ - ნაცვლიშვილი დასანქცირებულებზე

04.03.25 13:24
უნდა იცოდნენ, რომ უკანონობისთვის და ძალადობისთვის ინდივიდუალური ფასის გადახდა მოუწევთ - ნაცვლიშვილი დასანქცირებულებზე

"ქართული ოცნების" მსახურებისთვის ბალტიისპირეთის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციების შემდეგ ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ შეზღუდვები კიდევ გაგრძელდება. კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი მიიჩნევს, რომ ეს არის ადეკვატური პასუხი იმ ძალადობისთვის და უსამართლობისთვის, რომელსაც შავ სიაში მოახვედრილი ადამიანები სჩადიან. ოპოზიციონერის თქმით, ამ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ უკანონო ქმედებებისთვის ფასის გადახდა მოუწევთ. 

რა თქმა უნდა, საერთაშორისო სანქციები გაგრძელდება. ეს არის აბსოლუტურად ადეკვატური და სამართლიანი პასუხი იმ უკანონობებსა და ძალადობებზე, რასაც ეს ადამიანები სჩადიან საქართველოს მოქალაქეების, პატრიოტი ადამიანების წინააღმდეგ. მათ უნდა იცოდნენ, რომ უკანონობისთვის და ძალადობისთვის მოუწევთ გადაიხადონ ინდივიდუალური ფასი და ვერავინ შეძლებს, დაჩაგროს საქართველოს მოქალაქეები ისე, რომ ამისთვის არ აგოს პასუხები, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რეპრესიებია. ამ შემთხვევაში საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ შემდეგ ადამიანებს:

მოსამართლეები:

  • ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვლი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ეკა ბარბაქაძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.

პროკურორები:

  • ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჭიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე.

პოლიციის თანამშრომლები:

  • გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველიანი, ზურაბ ღარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.
  • აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი.
  • ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნები: ირაკლი დგებუაძე, გოჩა ვანაძე.

საქართველოს პარლამენტის წევრები:

  • ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია (ყოფილი).

მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები: 

  • კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე