"ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ ბალტიის ქვეყნების სანქციებს, სხვა ევროპული ქევყნებიც შეუერთდებიან - ბოკუჩავა

04.03.25 13:31
"ოცნებას" უნდა ესმოდეს, რომ ბალტიის ქვეყნების სანქციებს, სხვა ევროპული ქევყნებიც შეუერთდებიან - ბოკუჩავა

"ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი თინა ბოკუჩავა დარწუნებულია, რომ ბალტიის ქვეყნების მიერ დაწესებული სანქციებს სხვა ევროპული ქვეყნებიც შეუერთდებიან. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, "ოცნების" მტკიცება, რომ აღნიშნული სანქციები მათთვის არაფერს ნიშნავს, უსაფუძვლოა, რადგან ამას გაგრძელება აუცილებლად მოჰყვება. 

სანამ დაწესდებოდა სრული ევროპული სანქციები, სწორედ ბალტიის ქვეყნები იყვნენ, რომლებმაც დააწესეს ამგვარი სანქციები და დიახ, შემდეგ ამას ჰქონდა დომინოს ეფექტი, როდესაც სხვა ევროპულმა დედაქალაქებმაც მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება. მილდენბერგერი თუ სხვები, რომლებიც პრაქტიკულად, ყოველდღიურად კონკრეტული დროის განმავლობაში და განგრძობადად იღებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, საუბარი მაქვს ე.წ. მოსამართლეზე, მასზე და ბევრ სხვაზე, რომლებიც ამბობდნენ, რომ ესტონეთი ერთი პატარა ქვეყანაა და ეს მათთვის არაფერს ნიშნავს თუ ესტონეთში ვეღარასდროს შევლენ, მათ ძალიან კარგად უნდა ესმოდეთ, რომ  ბალტიის ქვეყნებს აუცილებლად მიჰყვება სხვა ევროპული ქვეყნები და ასევე გაფართოვდება ამერიკული სასანქციო პოლიტიკა, - ამბობს ბოკუჩავა. 

ბალტიის ქვეყნებმა “ოცნების“ რეჟიმის  წარმომადგენლები დაასანქცირეს. ლიეტუვამ - 74, ლატვიამ - 16, ესტონეთმა 55 ქართველს, მათ შორის მაღალჩინოსნებს, ქვეყანაში შესვლა აუკრძალა.

გადაწყვეტილების მიზეზი საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და რეპრესიებია. ამ შემთხვევაში საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ შემდეგ ადამიანებს:

მოსამართლეები:

  • ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვლი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ეკა ბარბაქაძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირაშვილი, ვერა დოლიძე.

პროკურორები:

  • ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჭიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე.

პოლიციის თანამშრომლები:

  • გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველიანი, ზურაბ ღარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.
  • აჭარის პოლიციის მაღალჩინოსნები: გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი.
  • ბათუმის პოლიციის მაღალჩინოსნები: ირაკლი დგებუაძე, გოჩა ვანაძე.

საქართველოს პარლამენტის წევრები:

  • ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია (ყოფილი).

მედიაპლატფორმასთან და პოლიტიკურ მოძრაობა Alt-Info-სთან ასოცირებული პირები: 

  • კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე