"ოცნება" ვენეციის კომისიას პროფესიონალიზმს უწუნებს და მიკერძოებაში ადანაშაულებს

04.03.25 13:58
"ოცნება" ვენეციის კომისიას პროფესიონალიზმს უწუნებს და მიკერძოებაში ადანაშაულებს

"ქართული ოცნება" ვენეციის კომისიას პროფესიონალიზმს უწუნებს და მის დაკსვნას არალევევანტურს უწოდებს. არალეგიტიმური ხელისუფლების წევრი გია ვოლსკი ამტკიცებს, რომ კანონის გამკაცრება ქვეყანაში შექმნილი "ეგზისტენაციალური პრობლემების" და "ბრუტალური შეტევების" გამო გახდა საჭირო. 

ვენეციის კომისია არ აფასებს პოლიტიკურ მდგომარეობას საქართველოში, იგი უყურებს სამართლებრივი კუთხით და იძლევა ამ მხრივ შესაძლო გათვალისწინებისთვის თავის რეკომენდაციებს. მაგრამ, რეალურად, სიტუაცია, რომელიც საქართველოში შეიქმნა, რასაკვირველია, იყო არაორდინარული და იყო ძალიან საფრთხის შემცველი ქვეყნის არსებობისთვის. ეგზისტენციალური პრობლემები შეექმნა ქვეყანას და რასაკვირველია, ასეთი კანონის მიღება არავის უხარია, მაგრამ აუცილებელი იყო კანონის გამკაცრება იმისთვის, რათა შეგვეჩერებინა ეს ბრუტალური შეტევა. მე ვფიქრობ, რომ არარელევანტურია, იმ ვითარების შეუსაბამოა რეკომენდაციები, რომელიც ვენეციის კომისიამ მისცა საქართველოს პარლამენტს, - ამბობს ვოლსკი.

"ოცნების" კიდევ ერთი წევრი ვლადიმერ ბოჟაძე კი ამტკიცებს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ბუნდოვანია. მისი თქმით, აღნიშნული კანონების მიღება ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო გახდა საჭირო და "ოცნება" კანონმდებლლობის გადახედვას არ აპირებს.    

ვენეციის კომისიის ეს დასკვნა თავად არის ბუნდოვანი და არა ის ჩანაწერები, რომელსაც ისინი კანონთან მიმართებაში გულისხმობენ. არ გაითვალისწინეს ის რეალობა, რომელიც ჩვენს ქვეყანაში იყო და ახლაც არის. თუ ვენეციის კომისია იმას გვსაყვედურობს, რომ ჩვენ კანონპროექტით მიტინგზე არ გავედით და მიტინგის მონაწილეებს არ შევუთანხმდით, მათთვის უნდა აგვეკრძალა თუ არა პიროტექნიკის სროლა, მოლოტოვის კოქტეილების სროლა პოლიციელებისთვის ან ნიღბის გაკეთება, არ ვიცი ასე თუ ხდება რომელიმე ქვეყანაში, თუმცა რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ ამ მიღებული კანონმდებლობის გადახედვას, - ამბობს ვლადიმერ ბოჟაძე.  

ვენეციის კომისია "ქართული ოცნების" რეპრესიულ კანონებთან დაკავშირებით კრიტიკულ დასკვნას აქვეყნებს - კომისია წერს, რომ ერთპარტიული პარლამენტის მიერ მიღებული კანონები უამრავ ბუნდოვანებას შეიცავს, რაც მმართველ პარტიას დისკრეციის საშუალებას აძლევს. 

ვენეციის კომისიის დასკვნის თანახმად, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა“ და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები უნდა გადაიხედოს. 

„მკაცრი საპატიმრო სასჯელები, ადმინისტრაციული დარღვევისთვის ჯარიმების ზრდასთან ერთად გადაჭარბებულია" - წერს ვენეციის კომისია.