რეჟიმის ტყვე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სასამართლოშია (ფოტო/ვიდეო)

04.03.25 15:01
რეჟიმის ტყვე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სასამართლოშია (ფოტო/ვიდეო)

 

 

რეჟიმის ტყვე, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სასამართლოშია -  38 დღიანი შიმშილობის შემდგე "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი კამერების წინ დღეს პირველად გამოჩნდა და სავარდოდ დუმილსაც დაარღვევს.

პროცესს ესწრებიან  მზია ამაღლობელის კოლეგები და ჟურნალისტის ახლობლები.

მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესზე საფრანგეთის ელჩი შერაზ გასრი და სხვადასხვა ქვეყნის საელჩოების წარმომადგენლები იმყოფებიან. 

სხდომაზე, ადვოკატები მზია ამაღლობელისთვის წერილის გადაცემას ცდილობდნენ, რისი უფლებაც ბადრაგებმა არ მისცეს.

ადვოკატებმა აღნიშნულის გამო, სასამართლოს მიმართეს.

„ჩვენ გვაქვს ჩვენი მოვალეობა, თქვენის ნებართვით დაველაპარაკებით. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ფურცელი, შემდეგ დავიბრუნებთ. ეს არ არის ნივთი, ეს არის მისი წერილობითი პოზიცია, თქვენ ვერ შეგვიზღუდავთ კომუნიკაციას, გადაამოწმეთ ნივთი”, - მიმართეს ადვოკატებმა მოსამართლეს.

  • თავის მხრივ, მოსამართლემ ადვოკატებს განუცხადა, რომ მხოლოდ გასაუბრება არის შესაძლებელი ბრალდებულთან.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს წინ მზია ამაღლობელის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. 

აღსანიშნავია, რომ ჟურნალისტის საქმეზე მოსამართლე შეიცვალა. საქმეს ნინო სახელაშვილის ნაცვლად 39 წლის ვიქტორ მეტრეველი განიხილავს. ამაღლობელის კოლეგები და ახლობლები ამბობენ, რომ ახალ მოსამართლეზე ინფორმაციას არ ფლობენ და აქამდე მასზე არაფერი სმენიათ. მათი თქმით, ვიქტორ მეტრეველის სახელზე აქამდე არცერთი განხილული საქმე არ იძებნება. 

დღეს, წინასასამართლო სხდომაზე სწორედ მოსამართლე ვიქტორ მეტრეველმა უნდა გადაწყვიტოს მხარეების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობის საკითხი და ასევე, ეს საქმე არსებითად უნდა განიხილოს თუ არა სასამართლომ.