ბოლქვაძემ, რომელიც აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ მინისტრად დანიშნა, პირველი მადლობა ივანიშვილს გადაუხადა

04.03.25 15:19
ბოლქვაძემ, რომელიც აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ მინისტრად დანიშნა, პირველი მადლობა ივანიშვილს გადაუხადა

ელისო ბოლქვაძემ, რომელიც აჭარის არალეგიტიმურმა მთავრობამ კულტურუს მინისტრად დანიშნა, პირველი მადლობა ბიძინა ივანიშვილს გადაუხადა. 

განსაკუთრებული, ძალიან დიდი მადლობა ბიძინა ივანიშვილს მინდა გადავუხადო, შემდეგ ჩვენს პრემიერს ირაკლი კობახიძეს და რა თქმა უნდა, ბათუმი, აჭარა ეს არის ის რეგიონი, სადაც კულტურა, კულტურის პოტენციალი იქნება ძალიან განვითარებადი და გავაკეთებთ ძალიან საინტერესო პროექტებს,“- განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.

აჭარის 2025 წლის ბიუჯეტში კულტურის სამინისტროსთვის 44 482 700 ლარია გამოყოფილი, ხოლო მომუშავეთა რიცხოვნობის გრაფაში  1 893 ადამიანია მითითებული. ამავე ბიუჯეტის მიხედვით, აჭარის კულტურის სამინისტროში დასაქმებულთა ხელფასებისთვის წელს 21 634 600 ლარი დაიხარჯება.