“ოცნების“ პარლამენტმა მედიის შემზღუდავ ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა
ერთპარტიულმა პარლამენტმა მედიის შემზღუდავ ცვლილებებს I მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, "აიკრძალება მაუწყებლის მიერ უცხოური ძალისგან პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების - ფულადი თანხის ან ქონებრივი ღირებულებების სხვა მატერიალური სიკეთის მიღება".
კანონს ემატება ნორმაც, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელი იქნება მაუწყებლის მიერ სოციალური რეკლამის განთავსების სანაცვლოდ პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსების მიღება.
ამასთან, იკრძალება "უცხოური ძალის მიერ მაუწყებლის მომსახურების შესყიდვა, ასევე პროგრამის მომზადების, გადაცემის პირდაპირი ან ირიბი დაფინანსება ან თანადაფინანსება".