რის გამო აღმოჩდნენ ევროპული სანქციების ქვეშ - რეჟიმის მორჩილი მოსამართლეები დუმილის რეჟიმში არიან
სანქცირებული მოსამართლეები დუმილის რეჟიმში - ის მოსამართლეები, რომლებიც ევროპული აქციების მონაწილეებს ციხეში ერთი მეორეს მიყოლებით უშვებდნენ, დღეს კამერებთან თავსაც ვეღარ იმართლებდნენ. ევროტურები დასრულებულია, თან უვადოდ. კლანის 20 მოსამართლე ერთდროულად მოხვდა სამი ქვეყნის შავ სიაში.
მანუჩარ ცაცუას თავის მართლება უჭირს ისევე, როგორც მოსამართლე ნინო ენუქიძეს, რომელიც კლანითვის ერთ-ერთი ყველაზე სანდო მოსამართლეა. ენუქიძე არ ამბობს, რატომ აჯარიმებდა ერთი-მეორის მიყოლებით აქციის მონაწილეებს, რის შემდეგაც ის ევროპული სანქციების ქვეშ აღმოჩნდა.
ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა სანქციები კლანის 20 მოსამართლესთან ერთად რეჟიმის პროკურორებსაც დაუწესა. 15 პროკურორიდან ერთ-ერთი შმაგი გობეჯიშვილია, რომელმაც ევროპული აქციის მონაწილე გიორგი ახობაძე შეკერილი საქმით და ნარკოდანაშაულის ბრალდებით ციხეში გაუშვა. კითხვაზე, გააგრძელებს თუ არა რეჟიმის მსახურებას სანქციების შემდეგაც, რეჟიმის მორჩილი პროკურორი არ პასუხობს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.