“მზია ამაღლობელთან მიმართებაში, ივანიშვილი არის არაკაცი“- ლევან გოგიჩაიშვილი
პარტია “გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლევან გოგიჩაიშვილი, რომელიც სინდისის პატიმრის, მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესს ესწრება, ამბობს, რომ “ბიძინა ივანიშვილის საქციელი არაკაცის, სულგაყიდული და ბინძური ადამიანის საქციელია.“
გოგიჩაიშვილი მიიჩნევს, რომ ივანიშვილს მხოლოდ მზია ამაღლობელის ბოდიში სჭირდება, რათა ხალხისგან უფრო მეტი დაფასება ჰქონდეს.
“როდესაც არსებობს მზია ამაღლობელი ბიძინა არაკაცად გრძნობს თავს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილს უნდა მზია ამაღლობლისგან მიიღოს ბოდიში, აქეთკენ მიჰყავს, რომ თქვან, ხომ ხედავთ აღარავინ აღარ ვარგა, ყველა გატყდა, ყველა მოისყიდა, ბიძინა მაგარია, მაგრამ როდესაც არსებობს მზია ამაღლობელი, და არსებობენ ეს ადამიანები, ბიძინა მაგრად ვერ გრძნობს თავს, არაკაცად გრძნობს თავს და მინდა გითხრათ, რომ მზია ამაღლობელთან მიმართებაში, ის არის არაკაცი. ეს არ არის ქართველი კაცის საქციელი, ეს არის არაკაცის საქციელი , სულგაყიდული, ბინძური ადამიანის საქციელი“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.